სტივ უიტკოფი: უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ამის შესახებ მან ისაუბრა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 22 მარტს ღამით გავიდა.
„რუსეთის პოზიციაა, რომ ის [] არ არის არჩეული და, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია მასთან რაიმე ხელშეკრულების გაფორმება. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა უკრაინაში?“ – იკითხა გადაცემის წამყვანმა.
„დიახ, იქნება. ისინი დათანხმდნენ ამას. გაიმართება უკრაინაში” – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით ეთანხმება თანამოსაუბრეს. მისი თქმით, ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას უპირისპირდება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ოთხჯერ აღემატება უკრაინას.
უკრაინულ მხარეს უიტკოფის განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არ ჩატარდა საომარი მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერი ხმის მიცემა აკრძალულია. საომარი მდგომარეობა ძალაშია 2025 წლის 9 მაისამდე.
უკრაინაში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეის პედალირებას ახდენს კრემლი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის „არალეგიტიმურს“ უწოდებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ გადადგება ომის დასრულებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას ნატოში მიიღებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…