სტივ უიტკოფი თელ-ავივში „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა

სტივ უიტკოფი თელ-ავივში „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი თელ-ავივში საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები მათი ახლობლების გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გუშინ ღაზაში იმყოფებოდა, სადაც რაფაჰში -ის მიერ მხარდაჭერილი ჰუმანიტარული ოპერაციის მიმდინარეობა მოინახულა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შემდეგ სტივ უიტკოფი რუსეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?