სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„ხუთშაბათს მასთან შეხვედრა გვაქვს. შეხვედრას თავად რუსები ითხოვენ და ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან მნიშვნელოვან განცხადებას წარმოადგენს“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში.

უიტკოფის ცნობით, მოსკოვში დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად გაემგზავრება.

-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც დაადასტურა.

„დიახ, მსგავსი კონტაქტები პრეზიდენტის ხვალინდელ დღის წესრიგშია“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.