სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა

დანიურმა “ბრონდიუმ” გვაუწყა, რომ გათავისუფლებული ფრედერიკ ბირკის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ცნობილი უელსელი დამრიგებელი სტივ კუპერი დანიშნა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
45 მენეჯერი ბოლოს “ლესტერს” წვრთნიდა, საიდანაც გასული სეზონის შუაში დაითხოვეს, იქამდე კი საკლუბო დონეზე “ნოტინგემსა” და “სუონსიშიც” მუშაობდა.
საკლუბო ფეხბურთის გარდა, კუპერს დიდი გამოცდილება აქვს სანაკრებო ფეხბურთშიც. ხუთი წლის განმავლობაში ის წვრთნიდა ინგლისის ახალგაზრდულ გუნდებს და მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო FIFA-ს 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი.
მწვრთნელმა ბოდიში მოიხადა, მეკარემ სირცხვილი უწოდა – უკრაინელები აზერბაიჯანელებთან მოულოდნელი ქულების დაკარგავზე
რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგას უბრუნდება – ნიდერლანდელის ახალი გუნდი ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში