“ტორპედოს” პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ყოფილი მწვრთნელი სტივ კინი კლუბში გააგრძელებს მუშაობას:
“სტივ კინი ახალი სეზონიდან “ტორპედოს” სპორტულ დირექტორად იმუშავებს. მისი კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში. ამასთან, მას პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე. დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.