სტივენ ჩუნგი – აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ირანის მხრიდან მისი მოკვლის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ირანის მხრიდან მისი მოკვლის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, – ამის შესახებ განცხადებას -ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ს წინასაარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი, სტივენ ჩუნგი ავრცელებს.
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ირანის მხრიდან, აშშ-ში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვის მიზნით, მისი მოკვლის კონკრეტული და სარწმუნო მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
„ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. აშშ-ის შეიარაღებული ძალები უყურებს და ელოდება. ირანმა ნაბიჯები უკვე გადადგა, რომელთაგან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ახლა იმაზე მეტი იარაღითა და ადამიანით ვარ გარშემორტყმული, ვიდრე ოდესმე მინახავს“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!