სტივენ მილერი – გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციაა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სტივენ მილერმა განაცხადა.
ამასთან, მან უარყო, რომ გრენლანდიის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენება იქნება საჭირო.
მილერმა გრენლანდიაზე დანიის კონტროლის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
„რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიის საფუძველი? რა არის მათი გრენლანდიის დანიის კოლონიად ყოფნის საფუძველი? შეერთებული შტატები ნატო-ს ძალაა. იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყოს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება, დაიცვას ნატო და ნატოს ინტერესები, ცხადია, გრენლანდია უნდა იყოს შეერთებული შტატების ნაწილი,“ – აღნიშნა მილერმა.
ცნობისთვის, სტივენ მილერის მეუღლემ – კეიტი მილერმა – სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“. აღნიშნულ პოსტზე კომენტირებისას, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ ის უპატივცემულობას გამოხატავს. თუმცა, აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს