“გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და დემოკრატიულ თავისუფლებებს საქართველოში. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული კანონმდებლობა განაგრძობს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და დამოუკიდებელი ხმების მიზანში ამოღებას.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. გაერთიანებულ სამეფოს გამიზნული სანქციები აქვს დაწესებული მომიტინგეების მიმართ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებელ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენიან ფიგურებზე, თანამდებობის ბოროტად გამომყენებელ მოსამართლეებზე და მაღალი რანგის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხელშემწყობები არიან. სამომავლოდ პოტენციური სანქციების დაწესების შესახებ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ამან შესაძლოა, მათ ეფექტიანობას ძირი გამოუთხაროს.”
– წერს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი.




