სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – გზების დეპარტამენტი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ124-კმ139 (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„აღნიშნული საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.