ახალი წელის დღეებში განსაკუთრებით ისმოდა მოწოდებები პიროტექნიკის გამოყენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. უამრავი ადამიანი წერდა, რომ ეს დიდ საფრთხეში აყენებდა მიუსაფარ ცხოველებს. მათი თქმით, ხშირად შემთხვევაში პიროტექნიკის ხმაზე ძაღლებს გული უსკდებათ. ამ თემას სოცქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი:
“ესეც ნარატივია და პროპაგანდა, რაღაც რომ გაწუხებს და მაგალითად რომ მოყავთ: “ ეხლა ამაზე
რომ დარდობ და ის რომ ხდება”
გაუტყდათ თურმე, ძაღლებზე და უპატრონო ცხოველებზე რატომ ვნერვიულობთ, როცა ამდენი სანერვიულოა…
აბა დააკვირდით ეგ შედარებები რა სიბოროტეა და ზოგადად რამდენი ამჟღავნებს საკუთარ სახეს რთულ
პერიოდებში.
მე პირადად ძაღლები მირჩევნია ესეთ ადამიანებს, ვინც დედამიწას ამძიმებს.
ვდარდობ ძალიან ძაღლებზე, როცა პიროტექნიკის ხმაზე გული გასკდომამდე უკანკალებთ და მაგრა მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე ამ დროს,” – წერს სტეფანე.