სომხეთში განხორციელებულ ხმაურიან დაკავებაზე, როგორ ვითარდება პროცესები ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებაზე აზრბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც „ტრამპის გზის“ კორიდორის შექმნას უკავშირდება, როგორ ვითარდება ურთიერთობები სომხეთსა და ევროკავშირს შორის, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრის მერი ვარტან გალუსტიანი სომხეთის ხელისუფლებამ დააკავა. დაკავებას ხმაური და გამოსვლები მოჰყვა. რას უკავშირდება გიუმრის მერის დაკავება და თქვენ როგორ შეფასებდით მომხდარს?
– ვთვლი რომ გიუმრიში მომხდარი ძალინ სერიოზულ პროცესებს უკავშირდება. მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ვარტან გალუსტიანმა. იგი სომხეთში საკმაოდ ცნობილი და კოლორიტული ფიგურაა. სომხეთის კანონმდებლობით ადგილობრივი ორგანოების არჩევნების პარტიებს შორის ტარდება, შემდეგ ადგილობრივი საბჭო ირჩევს ქალაქის მერს.
გიუმრიში, მარტში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა ფაშინიანის პარტიამ არჩევნები წააგო. არჩეულ საბჭოში ოთხი პრორუსულად განწყობილი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა და გიუმრის მერად ვარტან გალუსტიანი აირჩია. ვარტან გალუსტიანი გამოირჩევა იმით, რომ რაც პოლიტიკაშია, დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიოდა. გალუსტიანი პოლიტიკაში დიდი ხანია. 20 წლის წინ რამდენიმეჯერ იყო გიუმრის მერად არჩეული. იგი აქტიურად ეწინააღმდეგება სომხეთის ევროპასთან დაახლოებას, იბრძვის იმისთვის რომ სომხეთი რუსეთ-ბელორუსის კავშირის წევრი გახდეს.
გალუსტიანი ხშირად იყო გახვეული კორუფციურ სკანდალებში და კრიმინალურ წრეებთან აქტიური თანამშრომლობითაც არა ერთხელ მოხვედრილა არა ერთ გახმაურებულ ისტორიებში. ამიტომ ჭირს მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ მისი დაკავება მხოლოდ მისი ოპოზიციონორობის გამო მოხდა.
ჩემი აზრით, ხელისუფლებას ვარტან გალუსტიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღეძრა იმის გამო, რომ იგი ხელისუფლებას მოუწოდებს სომხეთი შეიყვანოს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, რაც სომხეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მტკიცებულებები ჰქონდა მისი კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე და ამის გამო გადაწყვიტა მისი დემონსტრაციულად დაკავება
ნიკოლ ფაშინიანს მის წინააღმდეგ არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული იმის გამო რომ იგი მოითხოვს სომხეთი შევიდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირში. არადა, ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას.
გალუსტიანის ახლანდელი სკანდალი უკავშირდება ბრალდებებს რომელიც კორუფციაში მის მონაწილეობას უკავშირდება. ჩემი აზრით, იგი ერევანში ანტიკორუფციულ სამსახურში რომ დაებარებინათ, იგი ჩამოვიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწვიტა გიუმრიში მისი დემონსტრაციულად დაკავება და ამისთვის ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმები გამოიყენა.
ჩემი აზრით, ხელისუფლებას ვარტან გალუსტიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღეძრა იმის გამო, რომ იგი ხელისუფლებას მოუწოდებს სომხეთი შეიყვანოს რუსეთ-ბელორუსის კავშირში, რაც სომხეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას საკმარისზე მეტი მტკიცებულებები ჰქონდა მისი კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე და ამის გამო გადაწყვიტა მისი დემონსტრაციულად დაკავება.
მალე გაიმართება სასამართლო პროცესი და ეჭვი არ მეპარება მას 2 თვით დააკავებენ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს, მაგრამ, ფაქტია რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ თავისი ძალის დემონსტრირება გადაწყვიტა. ძალის დემონსტრირება იმდენად დიდი იყო რომ ჩნდება კითხვა – საჭირო იყო კი ამხელა ძალის დემონსტრირება?
– სომხეთში საპარლამენტო არჩევნები როდის უნდა გაიმართოს?
– სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს უნდა გაიმართოს. ეს არჩევნები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება.
მანამდე ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს 16 ნოემბერს ხელისუფლებისთვის პრობლემურ ვაღარშაპატის რეგიონში, სადაც ეჩმიაძინში განთავსებულია სომხეთის ეკლესიის მთავარი რეზიდენცია. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სომხეთის კათალიკოსსა და პრემიერ ფაშინიანს შორის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს რომ ვაღარშაპატის რეგიონში ხელისუფლებისთვის რთული არჩევნები იქნება.
ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს 16 ნოემბერს ხელისუფლებისთვის პრობლემურ ვაღარშაპატის რეგიონში, სადაც ეჩმიაძინში განთავსებულია სომხეთის ეკლესიის მთავარი რეზიდენცია. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სომხეთის კათალიკოსსა და პრემიერ ფაშინიანს შორის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს რომ ვაღარშაპატის რეგიონში ხელისუფლებისთვის რთული არჩევნები იქნება
ვაღარშაპატის რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ბოლო არჩევნებია მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ცხადია, რომ 2026 წლის 7 ივნისისთვის სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთი მის ხელთ არსებულ ჰიბრიდულ მეთოდებს გამოიყენებს. რუსეთი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ისევე იაქტიურებს და ჩაერევა, როგორც ეს ამას წინათ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა.
ამისთვის რუსეთი სომეხ ოლიგარქებს, სომხეთში არსებულ პრორუსულ პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენებს. არ მოერიდება კრიმინალური ელემენტების გამოყენებას, საინფორმაციო სივრცეში ფეიკების გავრცელებას.
2026 წლის 7 ივნისისთვის სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთი მის ხელთ არსებულ ჰიბრიდულ მეთოდებს გამოიყენებს. რუსეთი სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ისევე იაქტიურებს და ჩაერევა, როგორც ეს ამას წინათ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთა
ამიტომაც ჩვენ ვნახავთ ასეთ ქმედებებზე სომხეთის ხელისუფლების რეაქციებსაც.
– შეიძლება ასე ითქვას – ახლა რაც ხდება სომხეთის საშინაო პოლიტიკაში საპარლამენტო არჩევნებამდე ბრძოლაა სომხეთში მედასავლეთეებსა და პრორუსებს შორის?
– ჩემი პასუხი იქნება მოკლე – დიახ, ერთმნიშვნოლავნად ასეა.
– ჩვენ კარგა ხანია არ გვისაუბრია, არადა, ამასობაში სომხეთის პოლიტიკაში ბევრი რამ მოხდა – ევროკავშირმა სომხეთს 270 მილიონი გამოუყო. სომხეთის საგარეი საქმეთა სამინისტროში არსებულ ევროპულ დეპარტამენტს გამოეყო ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტი. ნატომ სომხეთში სემინარები ჩაატარა.
როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის სტრუქტურებთან სომხეთის თანამშრომლობა და სავარაუდოდ, როგორ აფასებს მათ სომხეთის მოსახლეობა?
– ბოლო 3-4 წელია, იმის გამო, რომ რუსეთმა სომხეთის წინაშე არ შეასრულა თავისი სამოკავშირეო ვალდებულებები და არ დაიცვა სომხეთი, სომხეთში ანტირუსულმა განწყობებმა იმატა.
ამის გამო ბუნებრივად გაძლიერდა სომხეთში ევროინტეგრაციული განწყობები. შეიძლება ასეც ითქვას – საზოგადოების დიდი ნაწილი, აქტიური პოლიტიკოსები და ასევე აქტიური საზოგადოება ხელისუფლებისგან მოითხოვს ევროპასთან ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას.
ბუნებრივად გაძლიერდა სომხეთში ევროინტეგრაციული განწყობები. შეიძლება ასეც ითქვას – საზოგადოების დიდი ნაწილი, აქტიური პოლიტიკოსები და ასევე აქტიური საზოგადოება ხელისუფლებისგან მოითხოვს ევროპასთან ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას
რაც თქვენ ჩამოთვალეთ სერიოზულად მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთის საგარეო კურსი ევროპასთან ინტეგრაციაზეა ორიენტირებული, თუმცა, სომხეთს ჯერ არ განუცხადებია პრეტენზიები მოეპოვებინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
მიუხედავად ამისა, ნათლად ჩანს, რომ სომხეთი ევროპას რუსეთის ალტერნატივად განიხილავს. რამდენად თანმიმდევრული და წარმატებული იქნება სომხეთის ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში, დრო გვიჩვენებს. სომხეთის ევროპულ ინტეგრაციაზე ორიენტაციის შესახებ გაეროს ტრიბუნიდან სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა.
იმავდროულად უნდა ითქვას, რომ სომხეთი წარმატებით თანამშრომლობს აშშ-თან. სომხეთმა აზერბაიჯანთან ერთად ვაშინგტონში ხელი მოაწერა შეთანხმებებს.
სომხეთმა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შეთანხმებას მოაწერა ხელის. ეს არ გახლავთ ისეთივე შეთანხმება საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რომ აქვს გაფორმებული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ. უახლოეს მომავალში სომხეთი ევროკავშირთან გააფორმებს შეთანხმებას ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. ახლა შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი მრვალვექტორულ საგარეო პოლიტიკას აწარმობეს, იმის პარალელურად რომ სომხეთი ავითარებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ურთიერთობებს აღრმავებას აშშ-თან და ჩინეთთან.
ახლა შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი მრვალვექტორულ საგარეო პოლიტიკას აწარმობეს, იმის პარალელურად რომ სომხეთი ავითარებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, ურთიერთობებს აღრმავებას აშშ-თან და ჩინეთთან
ევროკავშირთან ურთიერთობებზე უნდა ითქვას – ყველა ვალდებულებას რასაც თავის თავზე ევროპა სომხეთთან მიმართებაში იღებს, ზედმიწევნით კარგად ასრულებს.
5 წლის წინ სომხეთის ენერგეტიკაში მზის ენერგიის წილი იყო 2-3%, ახლა სომხეთის ენერგეტიკაში მზის ენერგიის წილი 15-18%-ია. სომხეთში მზის ენერგეტიკა სწორედ ევროპული დაფინანსებით ვითარდება.
ევროპული ფინანსებით ხორციელდება მედიაპროექტები, პროექტები ტრანსპორტში. ევროკავშირი დიდ თანხებს ახმარს სომხეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ სფეროების განვითარებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროა გამოყენებული.
5 წლის წინ სომხეთის ენერგეტიკაში მზის ენერგიის წილი იყო 2-3%, ახლა სომხეთის ენერგეტიკაში მზის ენერგიის წილი 15-18%-ია. სომხეთში მზის ენერგეტიკა სწორედ ევროპული დაფინანსებით ვითარდება
ახლა რაც შეეხება იმას ევროპის ამ დახმარებას როგორ აღიქვამს საზოგადოება. ჩემი აზრით, ამ ევროპულ დახმარებებს საზოგადოება მხოლოდ ნაწილობრივ აღიქვამს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ სათანადოდ ვერ ხდება ევროპული დახმარების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სომხეთის საინფორმაციო სივრცეში პრობლემების გარეშეა შესაძლებელი რუსული პროპაგანდისტული არხების ყურება. არადა, ამ არხების საშუალებით ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა ყოველ დღე ნიაღვარივით მოედინება.
– ამას წინათ ბაქოში მომხდარ დაკავებას უნდა შევეხოთ. უფრო სწორად იმას, რამდენადაა ის კავშირში იმასთან რაც ამ დღეებში სომხეთში მოხდა.
15 ოქტომბერს აზერბაიჯალელმა სამართალდამცავებმა ბაქოში დააკავეს 1995-2019 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი რამზა მეხტიევი.
აზერბაიჯანული პრესა მას აზერბაიჯანში კრემლის მთავარ დასაყრდენად მოიხსენიებს. აზერბაიჯანული პრესის მტკიცებით, ალიევ-პუტნს შორის ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ კრემლი იძულებული გახდა ილხამ ალიევისთვის სრულად გაემჟღავნებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეხტიევი აზერბაიჯანში ძალაუფლების ხელში ასაღებას გეგმავდა.
რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ფაშინიანის ბრძოლა პრორუს ოპონენტებთან და ალიევის ბრძოლა აზერბაიჯანში კრემლის მთავარ დასაყრდენ მეხტიევთან?
– ვფიქრობ, რომ ეს პროცესები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ფაქტი ისაა, რომ კრემლი არაა აღფრთოვანებული იმით რომ აზერბაიჯანი და სომხეთი კრემლის გარეშე ახერხებენ მოლაპარაკებას. მოსკოვს უნდა ყველაფერი აკონტროლოს, ხოლო შემდეგ ერევნითა და ბაქოთი აწარმოოს მანიპულაციები, რითაც მოგებული მუდმივად რუსეთია.
ახლა ერევანი და ბაქო ერთმანეთთან რუსეთის გარეშე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუ მათ შორის არიან შუამავლები, ესენი არიან ამერიკელები, ევროპელები და ჩინელებიც კი, მაგრამ არა რუსები. ამგვარი ვითარება კრემლს არ აწყობს და ამიტომაცაა რომ ფაშინიანისა და ალიევის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს.
ამის მაგალითია სომხეთში ვართან გალუსტიანიასა და მილიარდერ სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური გააქტიურება. ყველა ისინი პრორუსი პოლიტიკოსები არიან, მათთან ერთად ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული სომხეთის ყოფილი პრეზიდენტებიც. მოსკოვი მათ იყენებს ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ახლა ერევანი და ბაქო ერთმანეთთან რუსეთის გარეშე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. თუ მათ შორის არიან შუამავლები, ესენი არიან ამერიკელები, ევროპელები და ჩინელებიც კი, მაგრამ არა რუსები. ამგვარი ვითარება კრემლს არ აწყობს და ამიტომაცაა რომ ფაშინიანისა და ალიევის წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს
რუსეთი გაღიზიანებულია იმით რომ ფაშინიანი აზერბაიჯანთან საკითხების მოსაგავარებლად მოსკოვში კი არ რეკავს, არამედ ალიევს უკავშირდება. ისინი ერთმანეთს საერთაშორისო ფორუმებზეც ხვდებიან და ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ.
– სასიამოვნო სანახავია საერთაშორისო ფორუმებზე მომღიმარი ალიევისა და ფაშინიანის ურთიერთობები…
– გითხრათ სიმართლე, ამ კადრებს მეც სიამოვნებით ვუცქერ და ვადევნებ თვალს.
– მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვაშინგტონში ხელი მოეწერა შეთანხმებას ზანგეზური კორიდორთან დაკავშირებით, საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს ამ შეთანხმების რეალიზაცია.
გასაგებია, რომ ზანგეზურში რთული რელიეფია, რომ ყველაფრის შეთანხმების შესაბამისად შესრულებას დრო დასჭირდება, მაგრამ, თქვენი დაკვირვევით, ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად რეალურად და კონკრეტულად რა ხდება?
– ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ ვუწოდებთ არაქსის ხეობაში არსებულ კორიდორს ზანგეზურის კორიდორს. ამ კორიდორის სომხურ ნაწილს სომხეთში „ტრამპის გზა“ ჰქვია. სწორედ ტრამპის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ კორიდორთან დაკავშირებით სერიოზული გადაწყვეტილებების პარაფირება და მიღება.
ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციაში, რომლის ხელმომწერიც პრეზიდენტი ტრამპია 7 პუნქტია. ერთ ერთი მათგანი მეღრის რკინიგზის აღდგენას ეხება. მეღრიში სსრკ-ს დაშლამდე არსებობდა რკინიგზა, ის ახლა საკმაოდ დაზიანებული და აღდგენას საჭიროებს. 43 კილომეტრიანი მეღრის რკინიგზა სომხეთ-ირანის საზღვარს მიუყვება. ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის. აზერბაიჯანი ითხოვდა ამ რკინიგით ნახჭევანში მიმოსვლის აღგენას. სომხეთი ამის საშუალებას აზერბაიჯანს მისცემს.
მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ აზერბაიჯანი სომხეთს საშუალებას მისცემს რკინიგზა დასახლებულ პუნტ ერასხში შევიდეს. ეს გახლავთ სომხეთ-ნახჭევანს შორის არსებული უკანასკნელი სომხური დასახლება. აზერბაიჯანი სომხეთს აძლევს შესაძლებლობას ერსახიდან იოლად მოხვდნენ მსურველები სომხეთის დანარჩენ ტერიტორიაზე. სომხებისთვის ეს გზას 8 საათიდან ერთ საათამდე შეამცირებს და მათ აღარ დასჭირდებათ მთიანი რელიეფით სიარული. ეს ყველაფერი ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებაში წერია.
უახლოეს 2-3 თვეში გადაწყდება რომელი ამერიკული კომპანიები დაიწყებენ არაქსის ხეობაში მეღრის 43 კილომეტრიანი რკინიგზის აღდგენას
„ტრამპის გზაზე“ მუშაობა დაწყებულია. სომხეთი და აშშ ერთობლივად ქმნიან კომპანიას, რომელიც აღადგენს მეღრის 43 კილომეტრიან რკინიგზას. აზერბაიჯანი ითხოვდა, რომ აზერბაიჯანელ გადამზიდავებს და ვინც ამ გზას გამოიყენებდა საქმე არ ჰქონოდათ სომეხ მესაღვრებთან და მებაჟეებთან. ეს კომპანია სრულად უზრუნველყოფდა ამ გზაზე მიმომსვლელების უსაფრთხოებას.
უახლოეს 2-3 თვეში გადაწყდება რომელი ამერიკული კომპანიები დაიწყებენ არაქსის ხეობაში მეღრის 43 კილომეტრიანი რკინიგზის აღდგენას.
– „ტრამპის გზის“ თემა რომ ამოვწუროთ, გვერდს ვერ აუვლით იმას, რომ ტრამპმა არა სწორად მოიხსენია ქვეყნები, რომელიც შეარიგა.
კი თქვა, რომ კავკასიაში 30 წლიანი ომი დავასრულეო, მაგრამ აზერბაიჯანისა და სომხეთი აშკარად არასწორად დაასახელა. ტრამპის ეს შეცდომა როგორ იქნა აღქმული სომხეთში?
– ამის გამო ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდა, მეტიც ხუმროვდნენ – ტრამპმა ჩვენი ქვეყნების სახელებიც კი ვერ დაიმახსოვრაო.
ჩემი აზრით, ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ტრამპის გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რომ სომხეთს უნდა დაეხმარონ რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შემუშავებულმა ფორმულამ იმუშაოს. ამ ადამიანებში ბევრი არიან როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის გულშემატკივრები.
მთავარი ისაა, რომ ტრამპის გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რომ სომხეთს უნდა დაეხმარონ რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შემუშავებულმა ფორმულამ იმუშაოს. ამ ადამიანებში ბევრი არიან როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის გულშემატკივრები
მე ვერ დავასახელებ ტრამპის გარემოცვაში იმ ადამიანებს, რომლებიც სომხეთს გულშემატკივრობენ, უნდათ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა იყოს და სომხეთმა შეძლოს თავისი სუვერენიტეტის დაცვა. ჩემთვის ესაა მთავარი და არა ის რომ ტრამპს ქვეყნის სწორად დასახელებაში შეცდომა დაუშვა.
– კარგია, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან და აშშ-თან, ასევე ევროპასთან ურთიერთობებს აღრმავებს, მაგრამ, როგორ ვითარდება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები?
– ჩემი აზრით თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კარგი პროცესები მიმდინარეობს. თუ ვინმე იტყვის რომ თუ ასეა, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი რატომ არ იხსნება, სწორიც იქნება, მაგრამ ახლა მთავარი კრიტერიუმი ეგ არაა. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმია პრეზიდენტ ერდორანის განცხადებები.
თუ პრეზიდენტ ერდოღანის 3 წლის წინანდელ გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, შემდეგ სომხეთთან მიმართებაში ცვლილებებს მივადევნებთ თვალს და იმასაც ბოლო ნახევარი წელია რას ამბობს, იოლად დავასკვნით რომ ამ განცხადებებს შორის დიდი განსხვავებაა.
თურქები მზად არიან თურქეთ-სომხეთის საზღვარი ჯერ გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თუ ეს მოხდა, ეს ამ მიმართულებით სერიოზული წინგადაგმული ნაბიჯი იქნება. რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მგონი ეს პროცესი ამისკენ მიდის და როგორც ჩანს, ასეც იქნება
თუ მანამდე ერდოღანი ამბობდა – „სომხეთი დაისაჯა და კარგია რომ დაისაჯა“ და ასე შემდეგ, ანუ განცხადებები ყოველთვის მკაცრი იყო, ახლა სულ პირიქით ამბობს – მიესალმება ერევანსა და ბაქოს შორის დიალოგს, თურქეთს უნდა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგავარებაში პოზიტიური როლი შეასრულოს და ასე შემდეგ.
თურქეთი სისტემური ქვეყანაა და ამ ქვეყანაში პირველ პირის განცხადებები შემთხვევით არ კეთდება. კარგი იქნებოდა, თუ თურქეთ-სომხეთის საზღვარი ნაწილობრივ მაინც თუ გაიხსნებოდა.
თურქები მზად არიან თურქეთ-სომხეთის საზღვარი ჯერ გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თუ ეს მოხდა, ეს ამ მიმართულებით სერიოზული წინგადაგმული ნაბიჯი იქნება. რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მგონი ეს პროცესი ამისკენ მიდის და როგორც ჩანს, ასეც იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
