სტეპან გრიგორიანი – უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოსაწერი სამშვიდობო შეთანხმების პრობლემებზე, რა ვითარებაა ახლა ტავუშის რაიონში, სადაც სომხეთმა აზერბაიჯანს 4 სოფელი გადასცა, სავარაუდოდ, რატომ დაუჭირა მხარი სომხეთმა პალესტინის შესახებ გაეროს რეზოლუციას, ს ამ ნაბიჯს რა გამოხმაურება მოჰყვა, ჩავიდნენ თუ არა ყარაბაღიდან დევნილები აფხაზეთში, რა ვითარებაა ახლა სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა აშკარად ჭიანურდება.
ბაქომ ერევანს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე სომხეთის კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის ამოღება მოსთხოვა, რომლითაც 1989 წლის 1 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის შეერთების შესახებ“.
თუ სომხეთის კონსტიტუციაში ყარაბაღია ნახსენები, აზერბაიჯანის გაგება შეიძლება, რადგან ყარაბაღის თემა რომ ამოწურულია და ამის შესახებ ოფიციალური ერევანიც აცხადებს.
ვიცით, რომ ამ თემაზე სომხეთის საშინაო პოლიტიკაში იყო მსჯელობები. ამ დისკუსიის შედეგად რა გაირკვა – მზადაა თუ არა სომხეთი გაითვალისწინოს აზერბაიჯანის მოთხოვნები იმისთვის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს?
– აზერბაიჯანის მოთხოვნა არასერიოზულია. ჩვენი კონსტიტუცია ჩვენი საშინაო საქმეა. მეტსაც გეტყვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილია მხარეებს შორის შეთანხმებული პუნქტები, მათ შორისაა ისეთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნების შიდა კანონმდებლობას არ შეუძლია დაარღვიოს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება. საუბარია იმაზე, რომ ქვეყნების კანონმდებლობაში არსებულ წინააღმდეგობებს არ შეუძლია ხელი შეუშალონ ამ შეთანხმების ამოქმედებას და რეალურ მუშაობას.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში შეტანილია მხარეებს შორის შეთანხმებული პუნქტები, მათ შორისაა ისეთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქვეყნების შიდა კანონმდებლობას არ შეუძლია დაარღვიოს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება
სრულიად ნათელია, რომ ახლა აზერბაიჯანს არ სურს შეთანხმებაზე ხელმოწერა, ამიტომაცაა, რომ ახლა სხვადასხვა მიზეზებს ეძებს და ახმოვანებს.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ სომხეთის კონსტიტუციაში მთიანი ყარაბაღი არანაირი ფორმით არ არის ნახსენები. აზერბაიჯანს არგუმენტად მოჰყავს 1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის მიერ გამოცხადებული სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მაგრამ, ვიმეორებ, სომხეთის კონსტიტუციაში მთიანი ყარაბაღი არანაირი ფორმით ნახსენები არაა.
როცა აზერბაიჯანი ამბობს, რომ ჩვენ არ მოგვწონს რაც სომხურ კანონმდებლობაში რაც წერია, ამაზე ჩვენი პასუხი ასეთია – არც ჩვენ მოგვწონს ბევრი რამ რაც აზერბაიჯანის კონსტიტუციაში წერია, მაგრამ, ეს მათი საშინაო საქმე. ვითარებაში როცა, ხელმოსაწერად მომზადებულ შეთანხმებაში პრაქტიკულად ყველაფერი გაწერია, განსაკუთრებით იმ საკითხში, რაც მთიან ყარაბაღს ეხება, ბაქო შეთანხმებაზე ხელმოწერისაგან თავს იკავებს, ჩემი აზრით, არსებობს სხვა მიზეზები, რის გამოც აზერბაიჯანი უარს ამბობს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე.
სომხეთის კონსტიტუციაში მთიანი ყარაბაღი არანაირი ფორმით არ არის ნახსენები. აზერბაიჯანს არგუმენტად მოჰყავს 1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის მიერ გამოცხადებული სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მაგრამ, ვიმეორებ, სომხეთის კონსტიტუციაში მთიანი ყარაბაღი არანაირი ფორმით ნახსენები არაა
ვიმეორებ, ის რაზეც აზერბაიჯანი ამბობს, დეკლარაციაშია საუბარი და არა კონსტიტუციაში. გარწმუნებთ, ჩვენ რომ ახლა ვთქვათ, რომ დეკლარაციის ის ჩანაწერი დღეს არც მოქმედებს და არაფერსაც არ ნიშნავს, აზერბაიჯანი სომხეთს სხვა პირობებს წაუყენებს.
– რა ვითარებაა ახლა ტავუშის რაიონში, რომლის სოფლები სომხეთს აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა და რის გამოც ერევანში გამოსვლები იყო, მაგრამ ხელისუფლება ამ მიტინგებს გაუმკლავდა.
ახლა რა ვითარებაა ტავუშის რაიონში? და როგორ შეძლო ხელისუფლებამ ვნებათაღელვის ჩაცხრობა?
– გარკვეული ფორმით მიტინგები გრძელდება, მაგრამ, ახლა საზოგადოებაში ამ თემაზე ისეთი ვნებათაღელვაა აღარაა ერთი თვის წინ რომ იყო.
სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა 4 სოფელი, მაგრამ, ეს მოხდა დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების მუშაობის შედეგად. ეს სოფლები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არიან განლაგებული.
სომხეთი მანამდეც ამბობდა, – ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ, ეს სოფლები სომხეთის კონტროლ ქვეშ იყვნენ 1990 წლიდან. ახლა დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების მუშაობის შედეგად აზერბაიჯანს ეს სოფლები გადაეცა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს 13 კილომეტრი ტერიტორია დაუბრუნა.
ახლა დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების მუშაობის შედეგად აზერბაიჯანს ეს სოფლები გადაეცა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს 13 კილომეტრი ტერიტორია დაუბრუნა
– ამ თემაზე ერევანში აქტიურობდა სომეხი ეპისკოპოსი და მისი მრევლი, ისინი ახლაც აგრძელებენ აქტიურობას?
– დიახ, ეპისკოპოსი ბაგრატი აქტიურობდა. მან ერევანში ორი დიდი მიტინგი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 30 ათასმა ადამიანმა მიიღო. ახლა აქტიურ მომიტინგეთა რიცხვი მცირდება, რადგან, დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიების მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო. ამ კომისიის მუშაობა მხოლოდ იმით არ დასრულებულა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს 4 სოფელი გადასცა.
ამ კომისიის მუშაობა სომხეთისთვისაც მომგებიანია. იმიტომ რომ ტავუშის რაიონთან დაკავშირებით ხელი მოეწერა 2 ოქმს, 19 აპრილსა და 15 მაისს ხელმოწერილი ოქმებში დაფიქსირებული თამაშის წესები და გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ სადაო ტერიტორიებზე მუშაობა გაგრძელდება 1976 წლის რუკებით.
ამ კომისიის მუშაობა სომხეთისთვისაც მომგებიანია. იმიტომ რომ ტავუშის რაიონთან დაკავშირებით ხელი მოეწერა 2 ოქმს, 19 აპრილსა და 15 მაისს ხელმოწერილი ოქმებში დაფიქსირებული თამაშის წესები და გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ სადაო ტერიტორიებზე მუშაობა გაგრძელდება 1976 წლის რუკებით
ეს მოხდება 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის საფუძველზე. მასში დაფიქსირებულია რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები, რომლებიც შემდგომ ქვეყნებს შორის საზღვრებად უნდა იქნას აღიარებული. ჩემი აზრით, კარგია, რომ ამ პროცესში აზერბაიჯანი ჩაერთო.
რაც შეეხება ეპისკოპოს ბაგრატის აქტიურობას. მან კი შეძლო მასების გააქტიურება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მის უკან ფაქტობრივად პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები, მათ შორის ორი საპარლამენტო ფრაქციის წევრები დგანან, მაგრამ, ახლა ვითარება მეტ-ნაკლებად ჩამცხრალია.
– ცოტა ხნის წინ სომხეთი შეუერთდა პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციას.
ამ თემაზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე წერია შემდეგი – „სომხეთი პალესტინის საკითხზე უერთდება გაეროს რეზოლუციას, რომელიც ითხოვს გაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. სომხეთი ისრაელსა და პალესტინის კონფლიქტში აღიარებს ორი სახელმწიფოს პრინციპს“.
ფაქტია, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება ერევანმა პირველად მიიღო.
თქვენი დაკვირვებით, ამ თემაზე როგორი იყო საზოგადოების რეაქცია? განსაკუთრებით საინტერესოა რა რეაქცია ჰქონდა ამ თემას საერთაშორისო ასპარეზზე?
– ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ სომხეთის ამ გადაწყვეტილებას არაბული სამყარო – , ომანი, ბახრეინი, ლიბანი, ეგვიპტე, იორ, არაბეთის ემირატები, კატარი, ქუვეითი, ერაყი და თავად პალესტინა მიესალმებოდა. ყველა ამ ქვეყანამ სომხეთის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
სამი კვირის წინ, ნორვეგიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ და ირლანდიამ აღიარეს პალესტინის დამოუკიდებლობა. ერთია, სომხეთი რომ შეუერთდა პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციას, მეორეა, როცა გამოაცხადებ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას – ეს სერიოზული ნაბიჯია.
არაბული სამყაროს პოზიცია მოსალოდნელი იყო. ისრაელმა მტკივნეულად აღიქვა ერევნის პოზიცია. გამოიძახეს სომხეთის ელჩი ისრაელში. სომხეთს ემუქრება და ამბობს, რომ ამას ექნება უარყოფითი შედეგები.
პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციის მიერთებაზე სომხეთი ხელმძღვანელობდა იმ მასშტაბის ტრაგედიით, რაც ახლა გზის სექტორში ხდება. ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემი აზრით, პალესტინასთან დაკავშირებით სომხეთის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ აზერბაიჯანი ეხმარება ისრაელს და აწვდის იარაღს.
პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციის მიერთებაზე სომხეთი ხელმძღვანელობდა იმ მასშტაბის ტრაგედიით, რაც ახლა გზის სექტორში ხდება. ახლა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემი აზრით, პალესტინასთან დაკავშირებით სომხეთის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა იმან, რომ აზერბაიჯანი ეხმარება ისრაელს და აწვდის იარაღს
და ეს ხდება მაშინ, როცა ახლა ისრაელს იარაღი არ აქვს. ყველაფერ ამას ისრაელს აზერბაიჯანი აწვდის. ანუ, მაშინ, როცა არ აწვდის სამხედრო ტექნიკას ისრაელს. ეს გარემოება იყო ის ბოლო წვეთი, რის გამოც სომხეთი შეუერთდა პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციას.
– სომხეთმა წელს პირველად მხარი დაუჭირა გაეროში რეზოლუციას, რომლის თანახმადაც დევნილებს დან და სამხრეთ ოსეთიდან უფლება აქვთ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
ერევნის ეს ნაბიჯი თბილისში ასე იქნა აღქმული – რაც მეტად ახდენს სომხეთი სგან დისტანცირებას, სომხეთის საგარეო პოლიტიკა მეტად დამოუკიდებელი ხდება.
ერევნის ეს გზავნილი თბილისში სწორად იქნა გაგებული?
– დიახ, სწორად იქნა დაგებული. აქამდე სომხეთ ამ საკითხზე მუდმივად ამ რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. პრემიერ ფაშინიანის დროს სომხეთი ამ რეზოლუციაზე თავს იკავებდა. ანუ წინააღმდეგ ხმას არ აძლევდა, მაგრამ თავს იკავებდა.
ეს ხდებოდა იმის გამო, საექსპერტო საზოგადოება ეუბნებოდა მას, რომ გაეროში რომ სომხეთი ამ რეზოლუციას ხმას არ აძლევს, სომხეთის სირცხვილია. სირცხვილია, რადგან, არავის არ აქვს უფლება უარი უთხრას დევნილებს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. აქამდე სომხეთი მუდმივად რუსეთის სასარგებლოდ აძლევდა ხმას. ეს ეხებოდა როგორც საქართველოზე რეზოლუციებს, ისე რეზოლუციებს ზე. ამიტომ, ის რაც ახლა სომხეთის ხელისუფლებამ გააკეთა, მათი მხრიდან რევოლუციური ნაბიჯია. სომხეთმა პირველად მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც კონფლიქტის ზონებში დევნილთა დაბრუნებას ითვალისწინებს.
აქამდე სომხეთი მუდმივად რუსეთის სასარგებლოდ აძლევდა ხმას. ეს ეხებოდა როგორც საქართველოზე რეზოლუციებს, ისე რეზოლუციებს უკრაინაზე. ამიტომ, ის რაც ახლა სომხეთის ხელისუფლებამ გააკეთა, მათი მხრიდან რევოლუციური ნაბიჯია. სომხეთმა პირველად მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც კონფლიქტის ზონებში დევნილთა დაბრუნებას ითვალისწინებს
რა თქმა უნდა, ეს შედეგია იმის, რომ სომხეთი მაქსიმალურად ცდილობს რუსეთისაგან დისტანცირებას.
ეს შედეგია იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლება ახლა საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ამ წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყების შესახებ.
– მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ბაქოს კონტროლი აღადგინა, ამ რეგიონში 150 ათასი ადგილობრივი სომეხი მოსახლეობიდან ახლა არავინ არაა დარჩენილი.
ამ თემას იმიტომ ვეხები, რომ სხვადასხვა მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან გამოსული სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აფხაზეთში ჩავიდა.
თქვენი ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან გამოსული სომხები სად არიან წასული? აფხაზეთში სომხების რაოდენობა ისედაც ბევრი იყო, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია მათი აფხაზეთში ჩასვლის შესახებ, სავარაუდოდ, მთიანი ყარაბაღიდან რამდენი ეროვნებით სომეხი ჩავიდა აფხაზეთში?
– 2023 წლის სექტემბერში მოხდა მთიანი ყარაბაღიდან სომხების უდიდესი ნაწილი გამოდევნა და იქიდან მათი გამოსვლა. მაშინ მთიანი ყარაბაღიდან დაახლოებით 110 ათასი სომეხი ეროვნების მოქალაქე გამოვიდა. თუმცა, ამ რეგიონიდან გამოსულები სომხეთში მანამდეც იყვნენ.
ახლა ასეთი ვითარებაა – მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხობის 110 ათასი ახლა სომხეთის პრაქტიკულად ყველა რეგიონში ცხოვრობს. ეს ოფიციალური სტატისტიკაა. მთიანი ყარაბაღიდან გამოსულთა მცირე ნაწილი, დაახლოებით 5-7 ათასი რუსეთში წავიდა.
ახლა ასეთი ვითარებაა – მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხობის 110 ათასი ახლა სომხეთის პრაქტიკულად ყველა რეგიონში ცხოვრობს. ეს ოფიციალური სტატისტიკაა. მთიანი ყარაბაღიდან გამოსულთა მცირე ნაწილი, დაახლოებით 5-7 ათასი რუსეთში წავიდა
ასე იმიტომ მოხდა, რომ ყარაბაღელი სომეხი მანამდეც იყვნენ კრასნოდარის მხარეში და რუსეთის სხვა რეგიონში. მათი ნაწილი ნათესავებთან წავიდნენ.
– ალბათ მათი ნაწილი ევროპისა ქვეყნებსა და ამერიკაშიც კი გაემგზავრა…
– შესაძლოა, მაგრამ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ერთეული შეიძლება იყოს. მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით მთიანი ყარაბაღიდან გამოსულების 5-7 ათასი სწორედ რუსეთში გაემგზავრა, კერძოდ, კრასნოდარისა და როსტოვის რეგიონებში.
დანარჩენები კი ახლაც სომხეთში არიან და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ. მთიანი ყარაბაღიდან გამოსულ სომეხთა აფხაზეთში მოხვედრას მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ. მათ ყველაფერი დაკარგეს და უპირველესად საცხოვრებელს მათ მხოლოდ სომხეთი აძლევს.
მთიანი ყარაბაღიდან გამოსულ სომეხთა აფხაზეთში მოხვედრას მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ. მათ ყველაფერი დაკარგეს და უპირველესად საცხოვრის მათ მხოლოდ სომხეთი აძლევს
– ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში ბოლო ომამდე 150 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. თუ სომხეთის ოფიციალური სტატისტიკით ახლა იქიდან დევნილები 110 ათასი ცხოვრობენ სომხეთში, 5-7 ათასი რუსეთში გაემგზავრა, მაშინ 30 ათასი ადამიანი სადაა?
– დანარჩენები სომხეთში 2020 წელს გადმოვიდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებასთანავე.
მხედველობაში მაქვს სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან ქალაქ შუშიდან და გადრუზის რაიონიდან დევნილების მოხვედრა. ეს მას მას შემდეგ მოხვდა, რაც ეს ქალაქები აზერბაიჯანმა დაიკავა.
– მას შემდეგ, რაც ერევნის სამოქალაქო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გასვლა დაიწყო, ახლა რა ვითარებაა სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე?
– სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებს ჩვენ რუს მესაზღვრეებთან ერთად ვაკონტროლებთ.
რუსი მესაზღვრეები გამოვიდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის იმ 17 პუნქტებიდან, სადაც ისინი 2020 წლის შემდეგ იდგნენ. გამოვიდნენ იმის გამო, რომ მათ მათზე დაკისრებული მოვალეობები არ შეუსრულებიათ.
სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებს ჩვენ რუს მესაზღვრეებთან ერთად ვაკონტროლებთ
მიმდინარე წლის თებერვალში პუტინ-ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერმა სომხეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი მესაზღვრეების რუსეთში გაყვანა მოითხოვა.
– გასაგებია, თქვენი ინფორმაციით, ახლა სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით რამდენი რუსი მესაზღვრე იმყოფება?
– მესაზღვრეების რაოდენობა ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ მახსოვს, რომ გიუმრის სამხედრო ბაზაზე ახლა 3500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. რაც შეეხება რუს მესაზღვრეებს, რომლებიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე დგანან, მათ რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, მაქსიმუმ -1000-1500 რუსი მესაზღვრე იქნება.
გიუმრის სამხედრო ბაზაზე ახლა 3500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. რაც შეეხება რუს მესაზღვრეებს, რომლებიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებზე დგანან, მათ რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, მაქსიმუმ -1000-1500 რუსი მესაზღვრე იქნება
ახლა ის ვიცით, რომ რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ერევნის სამოქალაქო აეროპორტში დგანან 1 აგვისტოს დატოვებენ სომხეთის ტერიტორიას.
– რითაც დავიწყეთ საუბარი, იმ თემითვე მინდა დავასრულოთ. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა სომხეთისაგან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, დარწმუნებული ვარ სომხეთის საგარეო უწყებამ ბაქოს ოფიციალური წერილით უპასუხა.
მაგრამ, ამის შემდეგ რა ხდება სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით?
– დიახ, სომხეთის საგარეო უწყებამ უპასუხა – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელშიც ნათქვამია – ქვეყნების საშინაო კანონმდებლობა ვერ გადაფარავს ამ შეთანხმებაში მიღწეულ პუნქტებს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორივე ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ მათი რატიფიცირება. აზერბაიჯანს არა აქვს არანაირი საფუძველი პრეტენზიები ჰქონდეს იმ საკითხებზე, რასაც ახლა სომხეთს პირობად უყენებს.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანს უნდა შეთანხმების ხელმოწერამდე გათვალისწინებული იყოს მათი ყველა პრეტენზიები სომხეთის მიმართ. ბაქო თვლის რომ გამარჯვებული მხარეა და შეუძლია შეთანხმების პირობებზე მუდმივად ისაუბროს
და კიდევ, ისეთივე ანალოგიური პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ შეიძლება ჰქონდეს სომხეთს, მხედველობაში მაქვს სომხეთთან დაკავშირებით პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთაც ახლა არც გავიხსენებ, თუმცა სომხეთის ხელისუფლება ეუბნება, რომ თქვენს მოთხოვნებს სომხეთმა ანალოგიური პრეტენზიებით შეიძლება მიმართოს. ამას არ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ხელმოსაწერად მომზადებულ შეთანხმებაში ეს მომენტები სრულად არის პუნქტებში შეტანილი და გაწერილი.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანს უნდა შეთანხმების ხელმოწერამდე გათვალისწინებული იყოს მათი ყველა პრეტენზიები სომხეთის მიმართ. ბაქო თვლის რომ გამარჯვებული მხარეა და შეუძლია შეთანხმების პირობებზე მუდმივად ისაუბროს.
– შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ რა პირობები შეიძლება წაუყენოს?
– არ გამოვრიცხავ აზერბაიჯანმა კვლავ გააქტიუროს სომხეთ-ირანის ზანგეზურის კორიდორზე აზერბაიჯანის კონტროლის საკითხი. ეს არ შეიძლება იყოს ვაჭრობის საკითხი, რადგან, ერევანი ეუბნება ბაქოს – ჩვენ გზას გაძლევთ და ამის პრობლემა არ გაქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ ზანგეზურის კორიდორის კონტროლი. ეს კი შეუძლებელია, რადგან სომხეთ-ირანის საზღვარი ორი ქვეყნის საზღვარია.
არ გამოვრიცხავ აზერბაიჯანმა კვლავ გააქტიუროს სომხეთ-ირანის ზანგეზურის კორიდორზე აზერბაიჯანის კონტროლის საკითხი. ეს არ შეიძლება იყოს ვაჭრობის საკითხი, რადგან, ერევანი ეუბნება ბაქოს – ჩვენ გზას გაძლევთ და ამის პრობლემა არ გაქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ ზანგეზურის კორიდორის კონტროლი. ეს კი შეუძლებელია, რადგან სომხეთ-ირანის საზღვარი ორი ქვეყნის საზღვარია
არაა გამორიცხული აზერბაიჯანელ დევნილებთან დაკავშირებით ჰქონდეთ პრეტენზიები რადგან 90 წლებში მიმდინარე პროცესები ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო ორივე მხარისთვის, მაგრამ ისინი თვლიან, უფრო მეტად ტრაგიკული იყო აზერბაიჯანელი დევნილებისთვის.
სომხეთის მიდგომა ასეთია – მოდით ხელი მოვაწეროთ აზერბაიჯან -სომხეთის შეთანხმებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამის შემდეგ დავიწყოთ მუშაობა. მუშაობის დაწყების კარგი მაგალითი გვაქვს, რადგან უკვე გააქტიურდა დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობა.
– რაც უფრო ყოვნდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს…
– დიახ ასეა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, პალესტინის საკითხზე გაეროს რეზოლუციაზე სომხეთის მიერთებას მიესალმა თურქეთი. პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა პრემიერ ფაშინიანს, რომლის ფარგლებში ოფიციალურმა ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ანკარიდან.
იმის თქმა მინდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დროულად ხელმოწერაში ყველა დაინტერესებულია თურქეთის ჩათვლით რუსეთის გარდა.
– კარგია რომ თურქეთისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთში საუბრობენ. მაგრამ, თურქეთის მიმართულებაზე რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს სომხეთს?
– ახლა სომხეთი ტვირთებს საქართველოს გავლით იღებს. არსებობს წინასწარი შეთანხმებები იმაზე, რომ თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატებისთვის შესაძლოა მალე გაიხსნას. რამდენადაც მე მესმის, ეს საკმაოდ რეალური და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.
– სავარაუდოდ, როდის შეიძლება გაიხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის თურქეთ-სომხეთის საზღვარი?
– რა თქმა უნდა, თურქეთი რთული ქვეყანაა თავისი მრავალმხრივი ინტერესებით, არ ვამბობ რომ დიდია შანსი, მაგრამ, უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას. რამდენადაც ვხდები, ეს საკმაოდ რეალურია. ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში იყო , შემდეგ არჩევნები იქნება აშშ-ში, საფრანგეთში, ირანში, შემდეგ საქართველოში.
დღევანდელი მონაცემებით, 2-3 თვეში დიდია იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთს შორის საზღვარი გაიხსნას.
– საქართველო ახლა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატით ცხოვრობს. თუ რამის თქმის სურვილი გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ…
– თვალს ვადევნებთ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. საქართველოს შესანიშნავი გუნდით ასპარეზობს ამ ჩემპიონატზე. ორივე მატჩში კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრებმა.
საიდუმლოს გაგიმხელთ, რადგან მინდა იცოდეთ, ევროპის ამ ჩემპიონატზე სომხეთში ბევრი საქართველოს გულშემატკივრობს. თქვენმა გუნდმა ორივე მატჩში კარგად ჩაატარა. უდავოდ, კარგი და ნიჭიერი გუნდი გყავთ და დარჩენილ თამაშში წარმატებას ვუსურვებ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ