სომხეთზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საკმაოდ ხიტი განცხადების მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე, ამ განცხადების სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, სომხეთზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის საკმაოდ აგრესიული განცხადების მიზეზებთან დაკავშირებით გაწუხებთ.
თქვენთან დაკავშირებამდე მქონდა არა ერთ აზერბაიჯანელ ექსპერტებთან დაკავშირების, მაგრამ, ამაოდ. როგორც ჩანს, მათ ამ თემაზე საუბრისაგან თავი შეიკავეს.
არადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებითად „ფაშისტური სახელმწიფოა“, რადგან მას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ „ფაშისტური იდეოლოგიის“ მიმდევრები და ქვეყანაც ასეთად ჩამოაყალიბეს. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობელია და ეს საფრთხე არსად გამქრალა.
ამავე განცხადებაში ალიევმა განაცხადა – „ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას გაანადგურებს ან სომხეთის ხელისუფლება, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, –
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი განცხადებები ყოველთვის გამოირჩეოდა ტაქტით, მოზომილებითა და დიპლომატიურობით. მისი ეს განცხადება კი საკმაოდ აგრესიულიც იყო და ამიტომაც ბევრი თვალსაზრისით გაუგებარიც.
რა შეიძლება იყოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ აგრესიული ტონით განცხადების მიზეზი და მიზანი?
– აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სომხეთთან დაკავშირებით მუქარის განცხადებები ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია, ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მაგრამ, მისი ეს ბოლო განცხადება სომხეთზე განსაკუთრებული სიმკაცრით და სიხისტით გამოირჩეოდა და გამოირჩეოდა სრულიად უცნაური ფრაზით, რომელიც ფაშიზმს უკავშირდებოდა.
დღევანდელი სომხეთის პოლიტიკურ სისტემაზე თქმა იმისა, რომ იგი ფაშისტურია, სრულიად გაუგებარია და ამიტომაცაა გასაკვირი. სომხეთის წინა ხელისუფლებების დროს, როდესაც უამრავი პრობლემა იყო, სომხეთში მაინც იყო სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, სომხეთის წინა ხელისუფლებების მმართველობას ფაშიზმთან შედარება უადგილოც კია. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკრიტიკებდით სხვადასხვა თემებზე კოჩარიანსა და სარგსიანს.
დღეს, როცა დღევანდელი სომხეთი ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას თქმა იმისა, რომ „სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა“, არა მარტო მაკვირვებს, გაოცებულიც კი ვარ და ვცდილობ გავერკვე საიდან მოდის ეს თეზისი.
დღეს, როცა დღევანდელი სომხეთი ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას თქმა იმისა, რომ „სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა“, არა მარტო მაკვირვებს, გაოცებულიც კი ვარ და ვცდილობ გავერკვე საიდან მოდის ეს თეზისი
უკრაინულ ფაშიზმზე საუბარი ძალიან უყვარს პუტინს, არაა გამორიცხული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ახლა პუტინს ჰბაძავდეს და ავითარებდეს აზრს, რომ „სომხეთი ფაშისტური სახელმწიფოა“.
ამის ფაქტორი, შესაძლოა ბევრი იყოს. შესაძლოა, იგი უკავშირდებოდეს იმას, რომ მალე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი იქნება, რომლისთვისაც, ბაიდენისაგან განსხვავებით დემოკრატია მთავარი არაა. ტრამპისთვის პირველ ადგილზე აშშ-ს ინტერესებია.
შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს აზერბაიჯანის გამკაცრებული რიტორიკა. ტრამპმა თქვა, რომ აშშ პანამის არხს გააკონტროლებს. მანამდე მან თქვა, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია გრენლანდია. ტრამპი საერთაშორისო სამართლისა და ნორმების მიმართ თავისუფალი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მე იმის თქმა მინდა, რომ პრეზიდენტ ალიევის განცხადება იყოს რეაქცია იმ ახალ ტენდენციაზე, რომელსაც ახლა პრეზიდენტი ტრამპი ამკვიდრებს.
პრეზიდენტმა ალიევმა ადგილობრივი მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „სომხეთი წარმოადენს წინააღმდეგობას თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“ და ამას მისი ხელისუფლება გამოასწორებს და დაძლევს.
როგორც ვხედავთ, პრეზიდენტ ალიევის მეტყველების ტერმინოლოგიაც კი შეცვლილია. ვიმეორებ, ჩვენ პრეზიდენტ ალიევის მკაცრ განცხადებებს შეჩვეულიც კი ვიყავით, მაგრამ, სომხეთზე მისი ბოლო განცხადება იმდენად დაუსაბუთებელია და სიმკაცრით გამორჩეულია, რომ ნამდვილად იწვევს გაკვირვებას.
შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს აზერბაიჯანის გამკაცრებული რიტორიკა. ტრამპმა თქვა, რომ აშშ პანამის არხს გააკონტროლებს. მანამდე მან თქვა, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია გრენლანდია. ტრამპი საერთაშორისო სამართლისა და ნორმების მიმართ თავისუფალი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მე იმის თქმა მინდა, რომ პრეზიდენტ ალიევის განცხადება იყოს რეაქცია იმ ახალ ტენდენციაზე, რომელსაც ახლა პრეზიდენტი ტრამპი ამკვიდრებს
ალიევის ეს განცხადება შესაძლოა, განპირობებული იყოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქეთის პოზიციის გაძლიერებით. როგორც ჩანს, ეს პრეზიდენტ ალევს მეტ სითამამესაც მატებს. სირიაში თურქეთის პოზიციების გაძლიერება, შესაძლოა მას უწყობდეს ხელს, რადგან ანკარა და ბაქო მოკავშირეები არიან.
– ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, სომხეთთან ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით ერთად ერთი რაც აზრიც მომივიდა ასეთი იყო – არაა გამორიცხული, ალიევის ამ ტიპის განცხადება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ირანსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებას, რომელზეც, ალბათ მხარეთა წარმომადგენლები ახლა მუშაობენ.
თან, თუ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 17 იანვარს პუტინი ჩავიდოდა თეირანში, ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი ჩავა მოსკოვში.
დიდი ალბათობით ამ შეთანხმებაში ერთ-ერთი საკვანძო და საჩოთირო საკითხიც იყოს ზანგეზურის კორიდორის თემა. გახსოვს, რომ პრეზიდენტი ალიევი ამ კორიდორზე კონტროლის ძალით დამყარებით ემუქრებოდა სომხეთს.
შესაძლოა, ალიევი „თურქეთ – აზერბაიჯანის დაახლოების გეოგრაფიული წინააღმდეგობის მოხსნაში,“ არა სომხეთის განადგურებას, არამედ, სწორედ ზანგეზურის კორიდორზე კონტროლის დამყარებას გულისხმობდა…
– დიახ, რა თქმა უნდა, სწორი ბრძანდებით. ჩემი აზრით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება სომხეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. რატომ? სომხეთს ირანთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, მაგრამ, ცნობილია, რომ ე.წ. ზანგეზურის კორიდორი, რომელიც სომხეთის სამხრეთით სუნიკის ოლქში მდებარეობს, მასზე კონტროლის დამყარება უნდა რუსეთს და იგი ლობირებს ამ იდეის რეალიზებას.
საქმე იმაშია, რომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. აზერბაიჯანს სურს ზანგეზურის კორიდორის გახსნა, ხოლო რუსეთს უნდა ზანგეზურის კორიდორის უსაფრთხოებას რუსული ეფ-ეს ბე აკონტროლებდეს. ამის წინააღმდეგი აზერბაიჯანი არაა. რუსეთს ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შეუძლია დაითანხმოს ირანი. სომხეთი ასე საკითხის გადაწყვეტას ეწინააღმდეგება. სომხეთი ამბობს – ჩვენ ზანგეზურის კორიდორის გამოყენების საშუალებას გაძლევთ, მაგრამ, მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს. აქამდე ირანი მხარს ყოველთვის სომხეთს უჭერდა.
საქმე იმაშია, რომ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. აზერბაიჯანს სურს ზანგეზურის კორიდორის გახსნა, ხოლო რუსეთს უნდა ზანგეზურის კორიდორის უსაფრთხოებას რუსული ეფ-ეს ბე აკონტროლებდეს… სომხეთი ამბობს – ჩვენ ზანგეზურის კორიდორის გამოყენების საშუალებას გაძლევთ, მაგრამ, მასზე კონტროლი სომხეთს უნდა ჰქონდეს. აქამდე ირანი მხარს ყოველთვის სომხეთს უჭერდა
არაა გამორიცხული, ირანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა დაითანხმოს ირანი და თეირანმა თავისი პოზიცია რუსეთისა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ შეცვალოს.
– რადგან ამბობთ, რომ ირანმა ამ საკითხში შესაძლოა პოზიცია შეიცვალოს, სანაცვლოდ რას მიიღებს? ან აზერბაიჯანმა, ან რუსეთმა რა შეიძლება შესთავაზონ ირანს?
– ოფიციალურად თეირანის პოზიცია ასეთია – ზანგეზურის კორიდორი სომხებმა უნდა აკონტროლონ. ეს პოზიცია წესით არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა აშკარად გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა და მისით დაინტერესებული არიან „დიდი მოთამაშეები“ და გამორიცხული არაფერია.
ოფიციალურად თეირანის პოზიცია ასეთია – ზანგეზურის კორიდორი სომხებმა უნდა აკონტროლონ. ეს პოზიცია წესით არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს თემა აშკარად გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა და მისით დაინტერესებული არიან „დიდი მოთამაშეები“ და გამორიცხული არაფერია
2020 წლის 9 ნოემბრის დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოეწერა, არის მე-9 პუნქტი, მართალია ტერმინი ზანგეზურის კორიდორი არაა ნახსენები, მაგრამ, საუბარია მათ შორის სომხეთის სამხრეთში კომუნიკაციების გახსნაზე, და ნახსენებია ამ პროცესში რუსული ეფ-ეს-ბეს მონაწილეობაზე. უფრო სწორად იმაზე, რომ კომუნიკაციების გახსნის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ისინი აღმოუჩენენ მხარეებს დახმარებას. ამიტომაა, რომ რუსეთი ამაზე ხშირად საუბრობს. სომხეთი ამ საქმეში რუსეთის დახმარებაზე ბუნებრივია უარს ამბობს.
ბუნებრივია, რომ სომხეთს ზანგეზურის კორიდორზე სუვერენიტეტის დათმობა არ უნდათ. რუსული სცენარით ამ კორიდორის კონტროლზე სომხეთის გარდა წინააღმდეგია ირანი. აზერბაიჯანს ღიად ირანის წინააღმდეგ წასვლა არ უნდა, ამიტომ ახლა ცდილობს თეირანზე რუსული ზეწოლით მიიღოს, ია რაც ბაქოს უნდა. რაც ბაქოს უნდა, ის რეალურად რუსეთსაც უნდა.
2020 წლის 9 ნოემბრის დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოეწერა, არის მე-9 პუნქტი, მართალია ტერმინი ზანგეზურის კორიდორი არაა ნახსენები, მაგრამ, საუბარია მათ შორის სომხეთის სამხრეთში კომუნიკაციების გახსნაზე, და ნახსენებია ამ პროცესში რუსული ეფ-ეს-ბეს მონაწილეობაზე. უფრო სწორდა იმაზე, რომ კომუნიკაციების გახსნის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ისინი აღმოუჩენენ მხარეებს დახმარებას. ამიტომაა, რომ რუსეთი ამაზე ხშირად საუბრობს. სომხეთი ამ საქმეში რუსეთის დახმარებაზე ბუნებრივია უარს ამბობს რუსეთმა ირანს შეიძლება დაჰპირდეს ისეთი იარაღის მიწოდება, რომელიც ირანს არ აქვს. რუსეთს აქვს საშუალება ირანს მიაწოდოს საკმაოდ სერიოზული იარაღი
სომხეთ- ირანის საზღვრის მონაკვეთზე რუსეთის კონტროლი თეირანისთვის „წითელი ხაზია“. საუბარია იმ მონაკვეთზე, რომელიც ძალია ვიწროა. თუ ამ მონაკვეთზე რუსული კონტროლი იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სომხეთისაგან ფიზიკურად დააშორებს ირანს. ამიტომაცაა, რომ ირანს არ უნდა ამ მონაკვეთზე რუსების კონტროლის დაწესება. არა მგონია, ეს “წითელი ხაზი“ ირანმა დათმოს, მაგრამ, ამის რისკი, არსებობს.
– რის სანაცვლოდ შეიძლება დათმოს თეირანმა მისთვის აქამდე არსებული „წითელი ხაზი? რა შეიძლება მას რუსეთმა შესთავაზოს?
– იმის გამო, რომ ისრაელთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტს ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ირანი რთულ მდგომარეობაშია. რისკი იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმები იქნება განხორციელებული დიდია. რუსეთმა ირანს შეიძლება დაჰპირდეს ისეთი იარაღის მიწოდება, რომელიც ირანს არ აქვს. რუსეთს აქვს საშუალება ირანს მიაწოდოს საკმაოდ სერიოზული იარაღი.
სომხეთი ახლა ისეთი სუსტია, ბაქოს ახლაც შეუძლია ძალის გამოყენებით ზანგეზურის კორიდორის დაკავება. მაგრამ, აზერბაიჯანმა იცის, რომ თუ მან ეს გააკეთა, ამას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ ახლა აზერბაიჯანი ცდილობს ამ საკითხში სომხეთს თავს მოახვიოს თავისი ნება
– რას შეიძლება დაჰპირდეს ბაქო თეირანს?
– არც არაფერს. გათვლა იმაზე, რომ ირანთან ზანგეზურის კორიდორის თემაზე ბაქო კი არა, რუსეთი იმუშავებს. ასე იქნება იმის გამო, რომ ბაქოს ირანთან ბევრ სხვა საკითხებში აქვს სერიოზული უთანხმოებები. ამიტომაცაა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბაქოს მოსკოვის იმედი აქვს.
თუ მოსკოვმა ზანგეზურის კორიდორის რუსეთის კონტროლის თემაზე ირანთან ვერ მიაღწია თანხმობას, აზერბაიჯანი ამ საკითხს ძალის გამოყენებით შეუძლია გადაწყვიტოს.
სომხეთი ახლა ისეთი სუსტია, ბაქოს ახლაც შეუძლია ძალის გამოყენებით ზანგეზურის კორიდორის დაკავება. მაგრამ, აზერბაიჯანმა იცის, რომ თუ მან ეს გააკეთა, ამას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ ახლა აზერბაიჯანი ცდილობს ამ საკითხში სომხეთს თავს მოახვიოს თავისი ნება.
სომხეთი ახლა ისეთი სუსტია, ბაქოს ახლაც შეუძლია ძალის გამოყენებით ზანგეზურის კორიდორის დაკავება. მაგრამ, აზერბაიჯანმა იცის, რომ თუ მან ეს გააკეთა, ამას საერთაშორისო რეაქცია მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ ახლა აზერბაიჯანი ცდილობს ამ საკითხში სომხეთს თავს მოახვიოს თავისი ნება
მეტიც, ამიტომაც რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებზე დემარკაცია დელიმიტაციის პროცესს.
– ვხედავთ, რომ აზერბაიჯან- სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ყოვნდება.
სომხეთი ხშირად აცხადებს რომ შეთანხმების ხელმოწერისთვის მზადაა. თქვენი აზრით, რის გამო ყოვნდება აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა?
– შეთანხმებაზე ხელმოუწერლობას ერევანი სომხეთს ადანაშაულებს, ბაქო ერევანს. საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე შეთანხმების ხელმოწერისთვის ახალ პირობებს აყენებენ.
ასეა იმიტომ რომ აზერბაიჯანი სომხეთზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოა და ამის გამო აქვს უფლება თავისი პირობები მუდმივად მის სასარგებლოდ ცვალოს. გვთავაზობენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ან კიდევ სხვა პირობებს აყენებენ, რომ შეთანხმების ხელმოწერის წინ მეტი უპირატესობა ჰქონდეთ. მე არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანს საერთოდ არ უნდა აზერბაიჯან-სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერა. მათ უნდათ, მაგრამ, სრულად მათი პირობებზე შეთანხმების ხელმოწერა.
უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს ზღვებით თავისი ტვირთის გადატანა უჭირს და ამისთვის უნდა სომხეთის ტერიტორიის, ანუ ზანგეზურის კორიდორის გამოყენება. ეს გზა, შესაძლოა უმოკლესი გზა აღმოჩნდეს რუსეთისთვის სხვადასხვა ბაზრებზე გასასვლელად
მიუხედავად იმისა, რომ ალიევმა მეტად აგრესიული განცხადება გააკეთა, მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს დემარკაცია და დელიმიტაციის პროცესს სომხეთთან. მაგრამ, სადაც მათ ცუდი პოზიციები აქვთ, დემარკაციის შემდეგ, მათი პოზიციები უმჯობესდება.
დემარკაცია ჩვენთვისაც მომგებიანია, მაგრამ, ბაქო ამ საკითხში დინამიკურად მოქმედებს. ამიტომაც თქვა თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებაში, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხში ახალი ეტაპი მალე დაიწყება.
– შეიძლება ითქვას, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია?
– დიახ, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით შესაძლოა, ყველაფერი რუსეთის თანხმობით, სომხეთზე აზერბაიჯანის მორიგი ძალადობით დასრულდეს. ამ პროცესში, ყველაზე დესტრუქციულ როლს რუსეთი თამაშობს. ასეა მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სუსტდება. რუსეთი ბაქოსა და ანკარის გამოყენებით ახლა ცდილობს ზანგეზურის კორიდორს რუსულმა ეფ-ეს-ბემ აკონტროლოს.
საქმე იმაშია, რომ უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს ზღვებით თავისი ტვირთის გადატანა უჭირს და ამისთვის უნდა სომხეთის ტერიტორიის, ანუ ზანგეზურის კორიდორის გამოყენება. ეს გზა, შესაძლოა უმოკლესი გზა აღმოჩნდეს რუსეთისთვის სხვადასხვა ბაზრებზე გასასვლელად.
სომხეთი ამაზე უარს არ ამბობს, მაგრამ, ითხოვს თავისივე ტერიტორიაზე მდებარე ზანგეზურის კორიდორზე სომხეთის მიერ გაკონტროლებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი