რა საშინაო და საგარეო გამოწვევები ექნება სომხეთს 2026 წელს, როგორ მიმდინარეობს სომხეთის თურქულენოვან სამყაროსთან შერიგების პროცესი, რა სიახლეებია „ტრამპის გზის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე ვენესუელაში განვითარებულ პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, ახალი წლის დადგომას ზეიმობს მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყნები. გასაგებია, რომ ახალი წლის პირველ დღეებში ვენესუელაში მომხდარი მსოფლიო ახალი ამბების ყველაზე განხილვადი თემაა, მათზე ჩვენ მოგვიანებით აუცილებლად ვიმსჯელებთ.
რადგან ჩვენი ფანჯრების მიღმა 2026 წელი რამდენიმე დღეა დააბიჯებს, მინდა გთხოვოთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები იმაზე, სავარაუდოდ, თუ რა საგარეო და საშინაო გამოწვევებით შეხვდა 2026 წელს მეზობელი სომხეთი?
– 2026 წელს სომხეთი ისეთივე საგარეო და საშინაო გამოწვევებით შეხვდა, როგორც მსოფლიოს არა ერთი პარატა ქვეყანა. მითუმეტეს თუ ეს პატარა ქვეყნები განლაგებული არიან იმ რეგიონებში, რომლებიც დიდი მოთამაშეების გავლენის სფეროში იმყოფებიან.
ერთ მაგალითს მოვიხმობ – სომხეთს სახმელეთო საზღვარი აქვს ოთხ ქვეყანასთან, მათ შორის ირანთან. სომხეთს ირანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს სხვადასხვა სფეროებში ვთანამშრომლობთ, გვაქვს კარგი სავაჭრო ურთიერთობებიც.
ამის ფონზე ჩვენ ირანის წინაღმდეგ გვესმის აშშ-სა და ისრაელის მწვავე კრიტიკა. გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა დაახლოებით ასეთი რამ – „თუ ირანის ხელისუფლება გააგრძელებს თავისი ხალხის ხოცვას, მერე რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს“.
გასაგებია, რომ ეს განცხადება გახლავთ აშშ-ს ინტერპრეტაცია იმაზე, რაც ახლა ირანში ხდება, მაგრამ მთავარია, ეს განცხადება გააკეთა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ლიდერმა. თუ ირანში განმეორდა 12 დღიანი ომის მსგავსი მოვლენები, ეს ავტომატურად გამოიწვევს ამ ქვეყანაში კრიზისს, რის გამოც, დიდი ალბათობით დაიძრებიან დევნილები ირანიდან სომხეთისკენ.
სომხეთისთვის მეორე საგარეო და გლობალური საფრთხის შემცველი ამბავი გახლავთ უკრაინაში რუსეთის ომი. ბევრი ამას უკრაინა-რუსეთს შორის ორმხრივ პრობლემად და რუსეთის აგრესიად განიხილავს. სინამდვილეში ეს ომი უკავშირდება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ამბიციებს.
იმათთვის, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში დაიბადა და ცხოვრობს მნიშვნელოვანი ამბავი გახლდათ პრეზიდენტ ბუშ-უმცროსთან პრეზიდენტ პუტინის სამი 2001, 2005 და 2008 წლის საუბრის ჩანაწერების გაშიფვრა და გასაჯაროება. სამივე ამ საუბარში პუტინი ბუშს საყვედურობს იმას, რომ „არასამართლიანი იყო როცა რუსეთმა რუსული მიწები დაკარგა უკრაინაში, ყაზახეთში და კავკასიაში“.
პუტინის ამგვარი მსჯელობა რისკის შემცველია ჩვენთვის, რადგან რუსეთი ჩვენ რეგიონში დიდ მოთამაშედ რჩება. როცა დიდი მოთამაშე ამბობს, რომ კავკასია ჩემი გავლენის სფეროა, მე ასე ვიტყოდი – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ან გამორიცხული არაფერია.
როცა დიდი მოთამაშე ამბობს, რომ კავკასია ჩემი გავლენის სფეროა, მე ასე ვიტყოდი – ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ან გამორიცხული არაფერია
სომხეთისთვის მესამე საგარეო გამოწვევა გახლავთ ჰიბრიდული შეტევები. ეს შეტევები მოიცავს ფეიკების გავრცელებას, ხელისუფლების წინააღმდეგ თანმიმდევრულ პროპაგანდას.
სომხეთის ხელისუფლებას ჰიბრიდულ შეტევებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ, იგი სამთავრობო დონეზე იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილებები, და ოფიციალურად ეთქვა რომ ჰიბრიდულ შეტევებს სომხეთზე რუსეთი ახორციელებს.
დარწმუნებული ვარ იმის გამო რომ 2026 წლის ივნისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, სომხეთზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევები გაგრძელდება.
– 2026 წელს საგარეო გამოწვევების თემა თქვენ თითქმის ამოწურეთ და თავად გადადით 2026 წელს სომხეთის ყველაზე დიდ საშინაო გამოწვევაზე, რასაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია…
– გამოწვევებზე საუბარი საგარეო ფაქტორებზე მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ მათ ისეთი პატარა ქვეყნებში, როგორიც სომხეთია, შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული რყევები ქვეყნის შიგნით.
საქმე ისაა, რომ სომხეთში საკმაოდ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მე პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს ვეძახი. ჩვენთან პარლამენტში და პარლამენტს გარეთ საკმაოდ ბევრი პრორუსული ძალაა. ნებისმიერ ხელისუფლებას რომ ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, ეს ნორმალურია თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა.
მაგრამ, საქმე ისაა, რომ ჩვენთან ოპოზიციურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფები აქტიურები და შეიძლება ითქვას ჰიპერაქტიურებიც კი არიან, მაგრამ, თავის პროგრამას კი არ სთვაზობენ საზოგადოებას, არამედ პირდაპირ ტრანსლირებენ იმ იდეებს, რაც ჩვენს დიდ და ჩრდილოელ მეზობელს უნდა.
საქმე ისაა, რომ ჩვენთან ოპოზიციურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფები აქტიურები და შეიძლება ითქვას ჰიპერაქტიურებიც კი არიან, მაგრამ, თავის პროგრამას კი არ სთვაზობენ საზოგადოებას, არამედ პირდაპირ ტრანსლირებენ იმ იდეებს, რაც ჩვენს დიდ და ჩრდილოელ მეზობელს უნდა
როცა მათზე ვსაუბრობთ, ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხშირად გვსაყვედურობდნენ, მაგრამ, ახლა, როცა იგივე პრობლემების წინაშე თავად ევროპის არა ერთი ქვეყანა აღმოჩდა, ახლა მეტად გაგებით ეკიდებიან იმას, რაზეც ჩვენ წლებია მათ ვეუბნებით.
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სომხეთში პრორუსული პოლიტიკური ჯგუფები გაქტიურდებიან, ცხადაც კი ჩანს. საქმე ისაა, რომ მათ უკან დგანან სომხეთის წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ საკმაოდ დიდ რესურსებს, მათ შორის მედიასაშუალებებს, რომლითაც ცდილობენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას.
– სამწუხაროდ, არც ქართული და არც სომხური სოციოლოგიური კვლევების მიმართ დიდი ნდობა არ მაქვს, ამიტომ არ გავაჟღერებ სომხური სოციოლოგიური კვლევევის მონაცემებს.
ასე ვიზამ მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის პარტია „საქმოქალაქო კონტრაქტს“ ოპოზიცისათან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს, ხოლო ოპოზიციურ პარტიების უმეტესობას 2-3%-ზე მეტი არაა.
თქვენი შეფასებით, რა შანსები აქვს ფაშინიანის მმართველ პარტიას გაიმარჯვოს 2026 წლის ივნისის არჩევნებში?
და რა შანსები აქვს ამ არჩევნებში პროპუსულად განწყობილ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს?
– არჩევნებამდე ახლა უკვე 5 თვეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩვენი კანონმდებლობით არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იწყება, ეს პროცესი ჩვენთან უკვე დაწყებულია.
გეთანხმებით იმაში, რომ სომხური სოციოლოგიისთვისაც დაჯერება ძალიან ჭირს და ძნელია. მაგრამ, სომხეთში ვცხოვრობ, მუდმივად საზოგადოებასთან, მათ შორის საექსპერტო წრეებთან მაქვს ურთიერთობა, ასევე მუდმივად ვადევნებ თვალს სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რა ხდება.
ამიტომ შემიძლია თქმა – დიდია იმის შანსი რომ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ მოიგოს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ, არის ერთი ნიუანსი, რომლის დაზუსტება აუცილებელია – ფაშინიანი პარტია შეძლებს 50%-ზე მეტი ხმების მიღებას თუ არჩევნებში მხოლოდ პირველ ადგილზე გავა და თქვათ, ხმათა 36%-ს აიღებს?
არაა გამორიცხული საპარლამენტო არჩევნებში ამას წინათ გიუმრიში ადგილობრივი არჩევნების სცენარი განვითარდეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ გიუმრიში ფაშინიანის მმართველმა პარტიამ ადგილობრივი არჩევნები კი მოიგო ხმათა 35% მიიღო, მაგრამ, არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა ოთხმა პარტიამ გიუმრის საბჭოში მეტი ხმები მიიღეს, გაერთიანდნენ და მათ ერთად 50%-ზე მეტი ხმა აქვთ.
არაა გამორიცხული საპარლამენტო არჩევნებში ამას წინათ გიუმრიში ადგილობრივი არჩევნების სცენარი განვითარდეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ გიუმრიში ფაშინიანის მმართველმა პარტიამ ადგილობრივი არჩევნები კი მოიგო ხმათა 35% მიიღო, მაგრამ, არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა ოთხმა პარტიამ გიუმრის საბჭოში მეტი ხმები მიიღეს, გაერთიანდნენ და მათ ერთად 50%-ზე მეტი ხმა აქვთ
არჩევნებში ხელისუფლებას გამარჯვების მეტი რესურსი და შანსი აქვს, მაგრამ, ახლა რეალობა ასეთია – ფაშინიანის მმართველ პარტიას აქვს სომხეთის მშვიდობიანად და გრძელვადიანად განვითარების პოლიტიკური პროგრამა, აგვარებს ურთიერთობას აზერნაიჯანთან, თურქეთთან, საქართველოსთან, ირანთან, აზიის ქვეყნებთან, აქვს „ტრამპის გზა“, რომლის მშენებლობის დაწყებისთვის პრაქტიკულად ახლა ყველაფერი მზადაა.
საზოგადოებას კარგად ესმის რა უნდა ფაშინიანის ხელისუფლებას, ესმის იმ შემთხვევაშიც კი, ეთანხმება თუ არა მას სრულად. ოპოზიციას ხელისუფლების მკაცრი კრიტიკის გარდა საზოგადოებას არაფერს სთავაზობს. უფრო სწორად ოპოზიცია საზოგადოებას ხელისუფლებისგან ალტერნატიულ და მეტ-ნაკლებად გასაგებ გეგმას, გარა ერთისა, რუსეთთან დაახლოების პერსპექტივას, ვერ სთავაზობს.
ოპოზიცია საზოგადოებას ხელისუფლებისგან ალტერნატიულ და მეტ-ნაკლებად გასაგებ გეგმას, გარა ერთისა, რუსეთთან დაახლოების პერსპექტივას, ვერ სთავაზობს
– შესაძლოა ვცდები, მაგრამ თბილისიდან ასე ჩანს – სომხეთის ერთ-ერთი საგარეო გამოწვევა გახლავთ თურქულ სამყაროსთან შერიგების პრობლემაც და გამოწვევაც.
მხედველობაში მაქვს ურთიერთობების დალაგება თურქეთთან, აზერბაიჯანთან და უკვე მათთან სატრასპორტო კორიდორებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაკავშირებულ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
გასულ წელს ტაშკენტში ამ ქვეყნების მონაწილეობით საინტერესო სამიტი შედგა, რომლის ფარგლებში ნავარაუდევია ამ ქვეყნების მონაწილეობით ორგანიზაციულად ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რეგიონალურ ორგანიზაციაში სომხეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობაც.
როგორ მიმდინარეობს სომხეთის ისტორიულ მეზობლებთან შერიგების პროცესი, რომლებთანაც სომხეთს ახლო წასრუსლში რბილად რომ ვთქვათ, რთული წასრული და ურთიერთობა ჰქონდა?
– მადლობა ამ კითხვისთვის. დიახ, სომხეთს მეზობლებთან რთული ურთიერთობები ჰქონდა. აქ მთავარი ისაა, რომ სომხეთის ხელისუფლებას ამ საკითხებში ოპოზიციური პარტიებისგან პრინციპულად განსხვავებული გაცხადებული და დეკლარირებული პოზიცია აქვს.
სომხეთის ხელისუფლება სერიოზულ დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან, ბაქოსთან და ანკარასთან დაიწყო სერიოზული დიალოგი და შედეგად ორივე მიმართულებაზე ვხედავ კონკრეტულ სერიოზულ შემხვედრ ნაბიჯებს.
სომხეთი აზერბაიჯანიდან საქართველოს რკინიგზით იღებს ყაზახურ ხორბალსა და ნავთობს, ასევე აზერბაიჯანულ ნავთობს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. აქ უნდა ითქვას, რომ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში თავისი წვლილი შეიატანა საქართველომ. ამისთვის ჩვენს მეზობელ საქართველოს, რა თქმა უნდა, მადლობის თქმა ეკუთვნის.
სომხეთი აზერბაიჯანიდან საქართველოს რკინიგზით იღებს ყაზახურ ხორბალსა და ნავთობს, ასევე აზერბაიჯანულ ნავთობს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. აქ უნდა ითქვას, რომ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში თავისი წვლილი შეიატანა საქართველომ. ამისთვის ჩვენს მეზობელ საქართველოს, რა თქმა უნდა, მადლობის თქმა ეკუთვნის
თურქეთმა სავიზო შეზღუდვები მოუხსნა იმ პირებს, რომლებსაც დიპლომატიური, ან სოციალური პასპორტები აქვთ. ეს ნაბიჯები სიმბოლურია, ასე თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა, მაგრამ, ფაქტია, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის აქტიური ურთიერთობები დაწყებულია და ისინი ყოველ დღე ღრმავდება.
ვიცი, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საელჩოების გახსნაზე. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართიებითაც კონკრეტული ნაბიჯები სადაცაა იქნება მიღებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თურქეთიც ელოდება იმას, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა საბოლოოდ მოაწერონ ხელი ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას. საუბარია იმ შეთანხმებაზე, რომელსაც მხარეებმა ვაშინგტონში ტრამპის მონაწილეობით პარაფირება გაუკეთეს.
პროცესები ისე მიდია, ჩემი ვარაუდით, აზერბაიჯანსა და სომხეტს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე მოეწერება.
ასევე უნდა ითქვას, რომ სომხეთს ყაზახეთთან თითქმის სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. თქვენ სწორად შენიშნეთ, ასეთივე ურთიერთობები ექნება სომხეთს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთანაც. ეს დაწყებული პროცესი დიდი უპირატესობა იქნება ფაშინიანის პარტიისთვის მოახლოებულ არჩევნებზე.
პრორუსული პარტიები ამ ქვეყნებთან სომხეთის ისტორიული ტრამვებს ახსენებენ საზოგადოებას. არადა, სომხური საზოგადოება არა მხოლოდ დაიღალა მსოლოდ წარსულზე საუბრით, უკვე ხედავს ამავე ქვეყნებთან კეთიმეზობლური ურთიერთოების სიკეთესაც და აუცილებლობასაც.
პრორუსული პარტიები ამ ქვეყნებთან სომხეთის ისტორიული ტრამვებს ახსენებენ საზოგადოებას. არადა, სომხური საზოგადოება არა მხოლოდ დაიღალა მსოლოდ წარსულზე საუბრით, უკვე ხედავს ამავე ქვეყნებთან კეთიმეზობლური ურთიერთოების სიკეთესაც და აუცილებლობასაც
– „ინტერსპესნისთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი რომ „2-3 თვეში ამერიკული სამშენებლო კომპანიები ზანგეზურის კორიდორში დაიწყებენ „ტრამპის გზაზე“ სამუშაობს“.
რა ხდება ახალი მდინარე არაქსის ხეობაში, ანუ ზანგეზურის კორიდორში „ტრამპის გზის“ მშენებლობის საკითხებში?
– აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებისთვის კომუნიკაციის საშუალებები განბლოკილია. რა თქმა უნდა, ასეთ დიდ საქმეს, ნიუასნები თან ახლავს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ თანამშრომლობის ეს კონცეფცია აზერბაიჯანმა და სომხეთმა სრულად მიიღეს და ახლა მის განხორციელებაზე მუშაობენ.
არა მარტო ვაშინგტონში იქნა ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებები, არამედ ერევანში და ბაქოში. აზერბაიჯანი და სომხეთი ახლა აქტიურად მუშაობენ ორმხრივ შეთანხმებებზე.
ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ამერიკელების ხელშეწყობით დაწყებულია აზერბაიჯანულ-სომხური კომპანიების დაფუძნება. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას ამერიკული კომპანიების გარდა აზერბაიჯანული და სომხური კომპანიები იღებენ. ახლა მიმდინარეობს კონკრეტული პროექტების საბოლოოდ შემუშავება და მათ განსახორციელებლად სამუშაობი დაწყება 2026 წლის მეორე ნახევარში
ამ პროექტების შემუშავებაში აქტიუარდ არიან ჩართული არა მხოლოდ ამერიკელი კერძო კომპანიების წარმომადგენლები, არამედ აშშ-ს სახელმწიფო სახ.დეპი, ასევე აშშ-ს ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროების წარმომადგენლები. მათი წარმომდგენლები ერევანში იმდენი და ისეთი ინტენსივობით ჩამოდიან, მათ ჩამოთვლას ახლა არ შეუდგები. სხვათა შორის არიან, აშშ-ს საზღვრო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული.
ერთი სიტყვით, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით ამერიკელების ხელშეწყობით დაწყებულია აზერბაიჯანულ-სომხური კომპანიების დაფუძნება. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას ამერიკული კომპანიების გარდა აზერბაიჯანული და სომხური კომპანიები იღებენ. ახლა მიმდინარეობს კონკრეტული პროექტების საბოლოოდ შემუშავება და მათ განსახორციელებლად სამუშაობი დაწყება 2026 წლის მეორე ნახევარში.
– გვერდს ვერ ავუვლით ახალი წლის პირველ დღეებში ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს. ამ პროცესებს თვალს მთელი მსოფლიო ადევნებს. ჩვენც შეძლებისდაგვარად.
მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ისმის, ბევრი რამ თითქოს გარკვეულია, თითქოს, ბევრი ჯერ არც ჩანს, მაგრამ, საბოლოო დასკვნების გამოტანას კიდევ სჭირდება დრო.
მიუხედავად ამისა, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით იმაზე, რაც ვენესუელაში მოხდა?
– მადურო ვინცაა, ყველამ ვიცით, ყველამ კარგად იცის მისი კავშირების შესახებ ნარკოტიკების უკანონო გამსაღებლებთან, ასევე ის, თუ როგორ გააყალბა მან არჩევნების შედეგები.
მაგრამ, ვენესუელაში შედგა პრეცედენტი იმისა, რომ დიდმა მოთამაშემ თამაშის წესები შეცვალა. ეს ქმედებები კანონის გვერდის ავლით მოხდა. რა თქმა უნდა, მათ აქვს ახსნა, მაგრამ, დაირღვა გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ყველამ ვიცით ვინ იყო მადურო, მის გარეშე ვენესუელა მხოლოდ მოგებს, მაგრამ, დაირღვა ქვეყნის სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ასეა თუ ისეა, პრეცედენტი შედგა.
მე ძალიან მომიწენა ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფუძლიანი განცხადება. საქართველომ ყველას შეახსენა, რომ ვენესუელის რეჟიმმა თავის დროზე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ვენესუელაში შედგა პრეცედენტი იმისა, რომ დიდმა მოთამაშემ თამაშის წესები შეცვალა. ეს ქმედებები კანონის გვერდის ავლით მოხდა. რა თქმა უნდა, მათ აქვს ახსნა, მაგრამ, დაირღვა გაეროს წესდება, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ყველამ ვიცით ვინ იყო მადურო, მის გარეშე ვენესუელა მხოლოდ მოგებს, მაგრამ, დაირღვა ქვეყნის სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ასეა თუ ისეა, პრეცედენტი შედგა
თუ ვენესუელა დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებას, ჩატარდება არჩევნები და შედეგად ვენესუელის ახალი ხელისუფლება უკან წაიღებს სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას, კარგი იქნება. სწორს ამბობთ, დაველოდოთ იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები.
საუბარი მინდა დავასრულო თმით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მშვიდობიანად მოგვარებაში თავისი წვლილი უკვე შეიტანა საქართველომ.
მხედველობაში მაქვს ის, რომ მიღწეულია შეთანხმება იმაზე რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს რკინიგზის გავლით სომხეთი მიიღებს ყაზახურ ხორბალსა და ყაზახურ და აზერბაიჯანულ ნავთობპრიდუქტებს. ამაზე შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.
ახლა როცა სომხეთისთვის კომუნიკაციები ყველა მიმართულებით იხსნება, დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ყოველთვის, საქართველო ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაზე ორიენტირებული სამშვიდობო პროცესების განვითარებას.




