სტეპან გრიგორიანი – აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია

რუსეთის გარეშე არაბთა ემირატებში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების შეხვედრის შედეგებზე და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოვლენათა განვითარების პერსპექტივებზე ინტერპრესნიუსი გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

 ბატონო სტეპან, არაბთა ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრის შედეგები უკვე ცნობილია, მიუხედავად ამისა, მაინც შეგეხმიანეთ.

მხარეები საზღვრის დემარკაციის, ზანგეზურის კორიდორის გამოყენებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთის საზოგადოებებს შორის ნდობის აღგენის დაჩქარების პროცესებზე შეთანხმდნენ. ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებები ამჯერად და პირველად ს მონაწილეობის გარეშე გაიმართა და საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების რუსების გარეშე შეხვედრას? ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები რას შეიძლება ნიშნავდეს?

 თუ ამ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებს დავაკვირდებით, ყურადღებას იქცევს ის, რომ ორივე განცხადება პრაქტიკულად იდენტურია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შორის უკვეა მომხდარი სერიოზული პოზიტიური ცვლილებები. მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს შორის შეათანხმეს გასავრცელებელი ტექსტები. მოლაპარაკებების სერიოზულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ეს შეხვედრა ორ სათნახევარი მიმდინარეობდა.

მხარეების მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალებაა მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოება. სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს ურთიერთობების მოგვარებაში რუსეთი არ სჭირდება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა თუ ვინმეს არ სურდა იყო რუსეთი, რადგან მას სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები ჰქონდა. იგი აგრძელებდა მხარეებით სხვადასხვა საშუალებებით მანიპულირებას იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებობს.

ორივე მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ორმხრივი ურთიერთობები, მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ ორმხრივ დიალოგსა და ორმხრივ ფორმატში ურთიერთობებს.

დელეგაციის ხელმძღვანელებმა ალიევმა და ფაშინიანმა დემარკაციის შესაბამის კომისიებს მისცეს დავალება გააგრძელონ საქმიანობა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქვეყნების საზოგადოებებს შორის საჭიროა ნდობის აღდგენა, საექსპერტო ჯგუფების შეხვედრები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

ფორმალურად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში გარღვევა არ მომხდარა, მხარეებს ხელი შეთანხმებაზე არ მოუწერიათ, არც სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება არ მომხდარა, მაგრამ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამიერიდან მხარეები ორმხრივ ფორმატში იმუშავებენ. თამაშ გარეთ დატოვეს ორმხრივ ურთიერთობებში დესტრუქციის შემომტანი რუსეთი.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა და ძალიან საინტერესო ფონი ჰქონდა. აბუ დაბის შეხვედრაზე განცხადებები გააკეთეს ამერიკელებმა და რუსებმა. -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს, რომ ცდილობენ იყვნენ სასარგებლო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკეკებში.

ამ შეხვედრის მიმდინარეობისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა რომ მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს. ამ განცხადებებიდანაც კარგად ჩანს, რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის პროცესთან მიმართებაში, რუსეთი თამაშ გარე მდგომარეობაშია.

– თქვენ პოლიტიკური პროცესების დაკვირვების დიდი გამოცდილება გაქვთ, ამიტომ გკითხავთ – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგება რომ დაჩქარდება უკვე ცხადადაც კი ჩანს, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როდის შეიძლება ხელი მოეწეროს სამშვიდებო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის?

– ახლა ჩანს, რომ აზერბაიჯანს ამ საკითხზე შეცვლილი აქვს პოზიცია. თუ ბაქო ადრე ამბობდა, რომ სომხეთს კონსტიტუციის პრეამბულიდან უნდა ამოეღო ყარაბაღის ხსენება, ანუ ცდილობდნენ მიეღოთ მაქსიმალური შედეგი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც რეგიონში ხდება ცვლილებები პრეზიდენტი ალიევი დაინტერესებულია სომხეთთან ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.

ეს უკავშირდება იმას, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად გაუარესებული ურთიერთობები. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში რუსეთმა აზერბაიჯანს ხელი შეუწყო, მაშინ რუსეთი აზერბაიჯანის მხარეს ერთმნიშვნელოვნად იყო, მოსკოვს ჰქონდა მოლოდინი, რომ აზერბაიჯანი რუსეთს გარკვეულ საკითხებში დაუთმობდა.

ახლა როცა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ძლიერდება, პრეზიდენტ ალიევს გაუჩნდა სურვილი რამდენადაც შესაძლებელია დააჩქაროს სომხეთთან ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დიდხანსაც არ გაგრძელდება. ჩემი ვარაუდით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებას ხელი 2025 წლის ბოლომდე მოეწერება.

– როგორც ჩანს, მხარეები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ერთ-ერთი პრობლემური საკითხის – ზანგეზურის კორიდორის პრობლემაზეც მოლაპარაკებული არიან არა მხოლოდ მხარეები, არამედ თურქეთი და ირანიც.

აბუ დაბის შეხვედრა ტოვებს განცდას, რომ ამ შეხვედრით იწყება სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლა. ასეა?

 ანკარაში ფაშინიანის ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ პრეზიენტმა ერდოღანმა ასეთი რამ განაცხადა – „კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით სომხეთი ავლენს მეტ მოქნილობას.“

ჩემი ინტერპრეტაციით ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანს მისცეს ზანგეზურის კორიდორით სარგებლობის საშუალება. გარდა ამისა, სომხეთი მზადაა მხარეებს შესთავაზოს და უზრუნველყოს ტვირთებისა და მოქალაქეების ზანგეზურის კორიდორით სარგებლობის და გადაკვეთის საკმაოდ რბილი კონტროლი. განიხილება ზანგეზურის კორიდორში ისეთი ფირმებისა და კომპანიების მონაწილეობა, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქალაქეთა და ტვირთების გამარტივებული წესით მოძრაობას.

ჩემი აზრით, მხარეები ამ თემაზე შეთანხმდებიან. ამ პროცესში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. დიახ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ, ამაში დამნაშავე თავად რუსეთია.

თქვენთანაც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. არა სწორია მტკიცება, რომ სომხეთი პრორუსული ქვეყანაა. სომხეთში სხვადასხვა განწყობების ადამიანები ცხოვრობენ, მაგრამ, ახლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სომხეთი პუტინის რუსეთის მიმართ უკიდურესად კრიტიკული და ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

სომხეთში იყო ადამიანთა ერთი ჯგუფი, კერძოდ მთიან ყარაბაღში, რომლებიც რუსეთის მიმართ ლოიალურები იყვნენ. რუსეთმა მათი საკითხი „თავად გადაწყვიტა“. ეს ადამიანები მთიანი ყარაბაღიდან გაძევებული აღმოჩნდნენ. ის რომ მათ მიმართ ეს ადამიანებიც აღარ არიან ლოიალურები, ეს თავად რუსემა გააკეთეს. ანუ, სომხეთიდან რუსების გაძევების თანაავტორი, თავად რუსები არიან.

ამიტომ მე ასე ვიტყოდი – სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი არავის ისე არ გაჰყავს, როგორც თავად რუსეთს. საქმე იმაშია, რომ რუსები ახლა არც აზერბაიჯანს და არც სომხებს აღარ სჭირდებათ.

– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში გაჩნდეს პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეები თავის თავზე აიღებენ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს საფრთხე შეექმნება?

 შესანიშნავი კითხვაა. პრეზიდენტ ალიევის გუნდში იხმეტ გაჯიევი საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, მან რამდენიმე დღის წინ გადაცხადა – „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი შეთანხმებულია“.

თქვენი კითხვა მართლაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა. როცა ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გამწვავებული იყო, ამ ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა – „სომხეთის ტერიტორია მეზობლების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად არ იქნება გამოყენებული “.

ეს ნიშნავს შემდეგს – რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა კი აქვს, მაგრამ ეს ბაზა არ იქნება გამოყენებული აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხეთის საგარეო უწყების ეს განცხადება ჩემი აზრით საკმაოდ დროულად იქნა გაკეთებული.

გამორიცხულია, რომ სომხეთის ტერიტორია აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

– ანუ, შეიძლება შეთანხმებაში ასეთი პუნქტი გაჩნდეს? თუ ამისთვის ჯერ მხარეებს შორის აუცილებელია ნდობის აღდგენა და დრო, როგორც ნათქვამია აბუ დაბის შეხვედრაზე?

 რა თქმა უნდა, დროა საჭირო მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამას წლები არ დასჭირდება. თუ თურქეთი სომხეთთან საზღვარს გახსნის, არადა ვხედავთ, რომ ანკარას ამის გაკეთება სურს, სომხურ საზოგადოებაში წარმოუდგენელი სისწრაფით დაიწყება განწყობების შეცვლა.

თურქეთთან ეკონომიკური თანამშომლობის სიკეთეებს ადამიანები ძალიან სწრაფად დაინახავენ. ამიტომ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაში, თუ რომელიმე მხარეს საფრთხე შეექმნა, არაა გამორიცხული გაჩნდეს პუნქტი ურთიერთდახმარების შესახებ.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც ვიცი, ხელმოსაწერად მომზადებულ უკვე შეთანხმებულ ტექსტში ეს არ წერია, მაგრამ, შეიძლება გაჩნდეს.

– შეთანხმებაში ურთიერთდახმარების შესახებ პუნქი არის თუ არა, ეს კითხვა იმის გამო გამიჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც სომხეთის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი, არა გამორიცხული რუსეთი სომხეთში შეეცადოს ვითარების დესტაბილიზაციას…

– რუსეთს სომხეთში ვითარების დესტაბილიზაცია რამდენიმე თვეა დაწყებული აქვს. დესტაბილიზაციის მცდელობებს სომხეთის ხელისუფლებამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულთა დაკავებებით უპასუხა.

გუშინ ჩხრეკები განხორციელდა პარტია „დაშნაკების“ ოფისში და იმათ ბინებში, ვინც ამ პარტიას და სხვა პრორუსულ ძალებს გულშემატკივრობს და მხარს უჭერს. მანამდე დააკავეს სომხეთში მოსკოვიდან ეკლესიის მიერ მოწვეული და ჩამოსული ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი და ცალკეული საეკლესიო პირები, რომლებიც კარგა ხანია აღარ არიან ეკლესიის მსახურები და აკეთებენ საკმაოდ ხისტ პრორუსულ და ანტიდასავლურ განცხადებებს.

ასე რომ ახლა სომხეთში რეალურად არის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელსაც ღიად რუსეთი ახორციელებს. ამიტომ ხელისუფლება ამის წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ზომებს იღებს. ამას წინათ ღიად პრორუს სომხეთის პარლამენტის სამ წევრს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნეს და ერთ-ერთი მათგანი კი დააკავეს. ეს დეპუტატები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთს არ სჭირდება სახელმწიფო და სომხეთი გუბერნიის სახით უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში.

საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება იძულებულია მათ წინააღმდეგ კანონის ფარგლებში იმოქმედოს. დაკავებული არიან პრორუსული მოძრაობების აქტივისტები, რომლებიც გზების გადაკეტვას და ხიდების აფეთქებებსაც კი გეგმავდნენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა