სტატუსი “ქართულ ოცნებას” კი არ მისცეს, მისცეს ქართველ ხალხს და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ – მამუკა ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსი არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ ქართველმა ხალხმა მიიღო, რადგან ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებდა.
” ჩვენ გვახსოვს თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე, ევროკავშირის წინა ელჩზე. -ის წინა ელჩთან, მთელი კამპანია იყო გაჩაღებული მაღალი ტრიბუნებიდან. როდესაც ვიღაც რაღაც დადებითს იტყვის, იმ ადამიანებს არ უნდათ, რომ საქართველო გარეთ დარჩეს, რადგან ჩვენ ისედაც რუსეთის ხახაში ვართ. როდესაც ესენი ამბობენ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდა, კაცმა არ იცის შესრულდა თუ არა რეალურად. ეს სტატუსი “ქართულ ოცნებას” კი არ მისცეს, ეს მისცეს ქართველ ხალხს და ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.
ხალხი, რომლებსაც სულ ევროპა და ამ დროს ხელისუფლება, რომელმაც მთლიანად მიგაბა რუსეთს. ბოლო 3 წელიწადში, საქართველო ეკონომიკურად და ყველა სტრატეგიული საკვები პროდუქტით, ჩამოკიდებულია რუსეთზე. ოჯახის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე არ უნდა იყო ჩამოკიდებული; ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს შენი დროშა, ჰიმნი და შენი ეკონომიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. არ შეიძლება ჩამოეკიდო იმ ქვეყანას, რომელსაც შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ხალხს გიკლავს. ასე როგორ შეიძლება?! ვერავინ ვერ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ ეს შეგნებულად არ არის გაკეთებული. ეს არის “ქართული ოცნების” შეგნებული პოლიტიკა, რომ ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ხალხს და საქართველოს უთხრა, რომ ხმას თუ ამოიღებ ამაზე უარესად იქნები”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს