“სტატუსი რამდენად ეხმარება ამ ამოცანას?” – ჩერგოლეიშვილის კითხვები პრეზიდენტს

სტატუსი რამდენად ეხმარება ამ ამოცანას?
ხალხის უმრავლესობის ნების გარეშე როგორ უნდა მოხდეს ცვლილება? უმრავლესობამ თუ ჩათვალა რომ რეჟიმი არც ისეთი ანტიეროვნულია, როგორიც ეგონა, უფრო გაუძლიერდება სტატუს კვოსადმი მიკერძოება, თუ ცვლილებების სურვილით აენთება და ოპოიზიციურო პარტიის ძიებას დაიწყებს ხმის მისაცემად? ამას გარდა, ივანიშვილმა და რეჟიმმა თუ ჩათვალა, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს, მაინც გაუვა და ჯილდოს მიიღებს მაშველ რგოლად, უფრო თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს, თუ უფრო მოუჭერს, იმის იმედით, რომ გაუვა? თანმიმდევრულ არგუმენტებს მოვისმენდი პრეზიდენტისგან. ——— პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ “დეოლიგარქიზაციის” რეკომენდაციის შესრულების გზად მომავალი არჩევნები და ერთპარტიული სისტემის დასრულება ევლინება
“პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით”. – თქვა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ