სტატუსის მიღებას საქართველოს ემანუელ მაკრონიც ულოცავს

ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი, ულოცავს.
„გადავწყვიტეთ, მოლდოვასთან და უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები გაგვეხსნა, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. გილოცავთ“, – წერს იგი X-ზე.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე:
· “გილოცავ, საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში
· ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსის მიღებას ივანიშვილს ულოცავს

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი