,,სტატუსები, რომ ირაკლი კუპრაძე ყველაზე კარგი, ყველაზე ერთგულია, არაფრით განსხვავდევა იმისგან, რომ ღარიბაშვილი მირიან მეფეზე დიდია” – ზურაბ ფარჯიანი

ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?” წევრი, ბროლის ბუს მფლობელი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში წერს:
,,ოპოზიციაზე რაღაც “მორატორიუმი”-ვით მაქვს თავადვე გამოცხადებული და ეს სწორადაც მიმაჩნია, მაგრამ ბოლო 2 დღეა ჩემი “ფეისბუქი” წალეკა ირაკლი კუპრაძეზე სტატუსებმა.
პატივცემულო “ლელოს” წევრებო თუ სხვებო, ჩემი პატივისცემის მიუხედავად კი არა და ნიშნად. სწორედაც ნიშნად მინდა გითხრათ შემდეგი:
ირაკლი კუპრაძეზე სტატუსები, რომ ირაკლი ყველაზე კარგი, ყველაზე ერთგული, ყველაზე ახალგაზრდა, მებრძოლი, ნიჭიერი და ყოველმხრივ შემკულია არაფრით განსხვავდება იმისგან, რიჟვაძე რომ იყო ყველაზე კარგი ლიდერი და ღარიბაშვილი მირიან მეფეზე დიდი.
ირაკლი შეიძლება იმაზე უკეთესიც კია, რაც თქვენ დაწერეთ, მაგრამ ეს “გუნდის ირგვლივ გაერთიანება” და “ლიდერების დაცვა” და დითირამბები სწორედ ისაა, რაც არასოდეს გვაკლდა და ძალიან გვინდა წარსულში დავტოვოთ.
არსზე ილაპარაკეთ თქვენი ჭირიმე ყველამ. იმაზე ილაპარაკეთ, რაც იგივე ირაკლიმ თქვა და რის გამოც “მოგიწიათ” მასზე სტატუსების წერა.
შეცდომა ისაა, რომ სტატუსებს წერთ მასზე, პიროვნებაზე და არა “რა”-ზე. იმაზე რაც მან ილაპარაკა. თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ არჩევნებში მონაწილეობაზე.
სხვა პარტიებსაც იგივენაირად გეხებათ. “ბელადომანია”, “პარტიული დისციპლინა” და “გუნდურობა” გვეყო. საკმაოდ “ვჭამეთ” ერმა 🙂
კეთილი ინებეთ და ეცადეთ ახსნათ რას აპირებთ და რატომ. მე ნებისმიერ რაციონალურ ახსნას სიამოვნებით გავიგებ. არც მაკიაველია ჩემთვის უცხო, არც ფუშე და არც ტალეირანი.
და ნუ ლაპარაკობთ იმაზე, ვინ როგორი მაგარია და პატრიოტი. ყველანი მაგრები ხართ. შევთანხმდით.
მერე? ამით თქვენი ნათქვამი სიტყვები უფრო გასაგები არ ხდება. არც საქციელები.
ამას ყველას გწერთ გულშემატკივრის პოზიციიდან. დანარჩენი თქვენ იცით :)“