სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი
რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბუდაპეშტში, ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას.
„აქ სტატისტიკაა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. როდესაც 33 000-ზე მეტი მოქალაქე შემოდის ქვეყანაში და აქედან მხოლოდ 16-ს ეთქმება უარი, ეს ხომ ყველაფერს თავისთავად ცხადჰყოფს. პირიქით რომ ავიღოთ, მაგალითად პოლონეთის სტატისტიკა, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე. ხომ ყველაფერი ნათელია. ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხადი.
არავითარ აქციებში არ მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც მათ უთხრეს უარი პოლონეთში შესვლაზე.
რაც შეეხება აქციებში მონაწილეობას, ეს რომ არის ერთ-ერთ საკითხად გამოტანილი ამ განცხადებებში, ეს არის გაუგებარი. რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტატისტიკა რომ ავიღოთ, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული და მეორე მხრივ, პოლონეთის, საფრანგეთის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან დაკავშირებული, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს სტუმრების მიმართ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამას ცხადჰყოფს სტატისტიკა და როგორია ქართველების მიმართ დამოკიდებულება შესაბამის ქვეყნებში, მათ შორის, პოლონეთში და საფრანგეთში, ამასაც ცხადჰყოფს შესაბამისი სტატისტიკა. მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას. ჩვენ ეს არავისგან არ გვესწავლება“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: ბატონი ს პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები