“სტატისტიკას მუდმივად ვაწარმოებთ… [გამოქვეყნდება, როცა] გადაწყვეტს მენეჯმენტი” | ინტერვიუ NCDC-ის გადამდები ინფექციების ცენტრის ხელმძღვანელთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირველ კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ აქვეყნებს სტატისტიკას კოვიდის გავრცელებისა და გრიპის ვირუსის ეპიდემიის შესახებ. ინტერვიუ ცენტრის იმ დეპარტამენტის უფროსთან, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გადამდები ინფექციების კონტროლზე – როგორც “მთავარ არხთან” უწყების გადამდებ დაავდებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ამბობს, მისი დეპარტამენტი სტატისტიკას აწარმოებს, თუმცა უნდა იყოს თუ არა ის საჯარო, ამას ზემდგომი უწყებები წყვეტენ.
“ჩვენ სტატისტიკას მუდმივად ვაწარმოებთ და ვაწვდით ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც თვლის საჭიროდ, რომ მიეწოდოს… ეს მე არ მეხება [სტატისტიკის გამოქვეყნება]. სტატისტიკის გამოქვეყნება აღემატება ჩემს კომპეტენციას. გრიპის შემთხვევების არსებობა დღეს გარემოში არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომლის გარეშეც არცერთ ზამთარს არ ჩაუვლია… სეზონურად ესეც მოსალოდნელი იყო, რომ მცირე მატებაში იქნება კოვიდი და ეს შერჩება ალბათ რამდენიმე წლის განმავლობაში. [სტატისტიკას უნდა ველოდოთ] იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს მენეჯმენტი”, – ამბობს ზახაშვილი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი