სტარტაპ “რადიუმის” გუნდს ახალი წევრი შეემატა

ქართულ სტარტაპ -ს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამედიცინო გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობს, მსოფლიოში გენერატიული ის მწარმოებელი უდიდესი კომპანიების სამეულში შემავალი Anthropic ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გურამ ხუნდაძე კონსულტანტის პოზიციაზე შეუერთდა. 

ეს ნაბიჯი Radium-ის გუნდისთვის მნიშვნელოვან გაძლიერებას ნიშნავს და სტარტაპს ახალ შესაძლებლობებს უხსნის სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში.

გურამ ხუნდაძე, რომელიც უკვე სამი წელია რაც დიდი ენობრივი მოდელის claude ს განვითარებაზე მუშაობს,  Radium-ის გუნდს თავის მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნას შესძენს. 

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გურამ ხუნდაძის კონსულტანტად მოწვევა Radium-ს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დააჩქაროს განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი პროდუქტები შექმნა. მისი ტექნიკური ექსპერტიზა და ინდუსტრიის ღრმა ცოდნა უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს Radium-ის სამომავლო წარმატებაში.