„ქართული ოცნება“ ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს ამზადებს.
“ქართული ოცნების” მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინოვაციური სტარტაპები საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ, მათ შორის 3 წლით, ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
როდიდან შეძლებენ სტარტაპები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას, ამაზე „ოცნების“ პრემიერს არაფერი უთქვამს, თუმცა მისი მთავრობის შემადგენლობამ სწორედ დღევანდელ სხდომაზე განიხილა „ინოვაციების შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები.
კერძო სექტორში „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც „Future Lab”-ის დამფუძნებელი ამბობს, მაღალი კონკურენციის პირობებში მას უფრო მოკლევადიანი ეფექტი ექნება, ამიტომ სახელმწიფომ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ბაზარს სხვა სტრატეგია უნდა შესთავაზოს. ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ვენჩუნური დაფინანსების განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ შექმნას სტიმულები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რათა კერძო კომპანიებმა სტარტაპებში ინვესტიციები ჩადონ.
