სტარმერსა და მაკრონს სურთ პოზიცია შეაცვლევინონ აშშ-ს რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესახებ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი „უკანასკნელად“ შეეცდებიან დაარწმუნონ -ის პრეზიდენტი , ნება დართოს ს, Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით დაარტყას ს სიღრმეში არსებულ სამიზნეებს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.
მოელიან ასევე, რომ სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ ს სწრაფვას, შეუმციროს მხარდაჭერა უკრაინას აშშ-ის მხრიდან.
გაზეთის ცნობით, ამის შესახებ მაკრონი და სტარმერი 11 ნოემბერს პარიზში იმსჯელებენ. ბრიტანელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ბაიდენი, რომელიც ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობის განმტკიცებას, საბოლოოდ გასცემს ნებართვას, რომელსაც თვეების განმავალობაში ესწრაფოდა.
უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის შორი დისტანციის რაკეტების გამოყენება ომის მიმდინარეობის შეცვლას შეუწყობს ხელს.
თავისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავალობაში ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს “პირველ დღეს დაასრულებდა. გაჩნდა შეშფოთება, რომ ის აიძულებს უკრაინას, დათმოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა დაიკავა”, – წერს The Telegraph-ი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დათმობას არ აპირებს.
ფორუმი