სტარმერი: უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას თქვა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ.
“როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებაზეც. ვფიქრობ, დღეს, სწორი მიდგომის შედეგად, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია”, – თქვა კირ სტარმერმა.
“ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია”, – თქვა კირ სტარმერმა.