სტარმერი: უკრაინაში მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მას მადლობა გადაუხადა ში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვაში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს.
სტარმერის და ტრამპის შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ან მალე დამყარდება, ან საერთოდ – არა. ს თქმით, მშვიდობისკენ სვლა 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას გაგრძელდება.
შეკითხვას, ენდობა თუ არა ს პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ სჯერა, როცა შეთანხმებას მიაღწევენ, ის ამ შეთანხმებას დაიცავს.
ჟურნალისტებმა პუტინისამდი ნდობის შესახებ ჰკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი დადებითად არასდროს მიუხსენებია. კირ სტარმერის თქმით, პუტინზე მისი აზრი კარგად ცნობილია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ის უნდა იყოს გრძელვადიანი და არა დროებითი ზომა. ბრიტანეთი ევროპის იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინაში თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ.
დღეს, 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვედრა.
დაგეგმილია უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 27 თებერვალს, ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმება მზად არის და მოიცავს თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ნავთობის და გაზის და ინფრასტრუქტურული აქტივების სფეროებში. ბესენტის შეფასებით, ეს იქნება ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ხუციშვილი – სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს – არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს

დავით მათიკაშვილი – ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!