სტარმერის თქმით, არმიას რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების დაკავების ნება დართო

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერიLeon Neal/Getty Imagesგაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა 25 მარტს განაცხადა, რომ მან სამეფოს არმიას რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” გემების ბორტზე ასვლისა და მათი დაკავების ნება დართო.
სტარმერის თქმით, იმ გემების ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს დასავლეთის სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, უფრო აგრესიული ქმედებების ნებართვა იმიტომ გასცა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, დიდი ალბათობით, “ხელებს იფშვნეტდა” ახლო აღმოსავლეთში ომით ნავთობზე გაზრდილი ფასების გამო.
“ამიტომ, ჩვენ მის [პუტინის] ჩრდილოვან ფლოტს კიდევ უფრო ძლიერ ავედევნებით, რითაც არა მხოლოდ ბრიტანეთის უსაფრთხოებას შევინარჩუნებთ, არამედ პუტინის ომის მანქანას გამოვაცლით იმ ბინძურ მოგებას, რომელიც უკრაინაში მის ბარბაროსულ კამპანიას აფინანსებს,” განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა.
პრემიერმინისტრის სამსახურის ცნობით, ბრიტანეთის არმია და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები ემზადებიან იმ რუსული გემების ბორტზე ასასვლელად, რომლებიც არ დანებდებიან, არიან შეიარაღებულები ან მაღალტექნოლოგიურ ყოვლისმომცველ დაზვერვას იყენებენ დაკავებისგან თავის ასარიდებლად.
ხოლო გემის ბორტზე ასვლის შემდეგ, დაუნინგ-სტრიტმა განაცხადა, რომ რუსული ხომალდების მფლობელების, ოპერატორებისა და ეკიპაჟის წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება შესაძლებელი.