სტამბოლში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი ბიძგების სიმძლავრემ 3,9 შეადგინა, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე კი 6,2 და 4,4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

დაშავებულების, მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.