სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

სტამბოლში სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და თურქული მედია ავრცელებს.
უკრაინულ დელეგაციას რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს – ახლა უკვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რუსულ დელეგაციას კი კვლავ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.
თურქული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე შესავალი სიტყვით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა, რაც მშვიდობისკენ გახსნის გზას.
მანამდე, უკრაინული დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მის უფროს თანაშემწეს, აკიფ კილიჩსა და ფიდანს შეხვდა.
წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების ძირითადი თემა ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადებაა.