ვიქტორ ოსიმენი “გალათასარაიში” იჯარით გამოსყიდვის უფლების გარეშე გადადის, იქამდე კი “ნაპოლისთან” 2026 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, რათა გაისად ნეაპოლური კლუბისთვის გასაყიდად მისი ფასი არ დაეცეს. ასეთ შემთხვევაში “კლაუსულა” 130 მილიონი ევროდან 80 მილიონამდე შემცირდება.
საიჯარო ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი იქნება შეტანილი, რომლის მიხედვით, თუ ოსიმენი ზამთარში რომელიმე სხვა კლუბისგან კარგ შეთავაზებას მიიღებს, “გალათარაის” გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვება შეეძლება.
“გალათასარაის” გულშემატკივრები ოსიმენის გადაბირებამ ჭკუიდან გადაიყვანა. ტელევიზიით გამოსვლისას ჟურნალისტმა რასიმ ოზანმა სახეზე ნიღაბი გაიკეთა, ასე მიესალმა ფანებს და მიულოცა ნიგერიელის დამატება.