სტამბოლში დღეს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დღეს სა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდია დაგეგმილი.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ზელენსკის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, უკრაინის დელეგაციაში ასევე შევლენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამხედრო და დაზვერვის სამსახურების ოფიციალური პირები.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, სტამბოლში კვირას საღამოს ჩავიდა. მედინსკის განცხადებით, მოსკოვმა უკვე მიიღო უკრაინის მხრიდან მემორანდუმის პროექტი კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მასზე რეაგირებას ორშაბათს მოახდენენ.
დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, კვირას, მ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რომლის სამიზნეც რუსეთის სამხედრო ბაზებზე განლაგებული ბომბდამშენები იყო. რუსეთმა კი უკრაინის მიმართულებით 479 დრონი და რაკეტა გაუშვა.
შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც მხარეებს შორის 1 000 1000-ზე პრინციპით მასშტაბური ტყვეების გაცვლა მოხდა.