სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებით ნათელი გახდა, თუ ვინ არ არის მზად მშვიდობისთვის – ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ ში გრძელვადიანი მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ასევე უსაფრთხოების გარანტიები სთვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განუცხადა.
მელონიმ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო საათებში „ნათელი გახდა, ვინ არის რეალურად მზად, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე და ვინ, პირიქით, აშკარად არ არის ამისთვის მზად“.
მისი თქმით, აუცილებელია უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და ამის მოთხოვნა დაჟინებით უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ არ უნდა დავნებდეთ. ჩვენ თავგამოდებით უნდა ვცდილობდეთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევას, ომი უნდა დასრულდეს. მსოფლიომ ნათლად დაინახა, ვინ იჯდა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვინ – არა“, – განაცხადა მელონიმ.
შეგახსენებთ, 16 მაისს, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, სტამბოლში გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის.
მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მათი მსვლელობისას განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე უკრაინისა და ს ლიდერების შესაძლო შეხვედრა.
1tv.ge