თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლის მოსახლეობამ 2024 წელს 15 701 602 ადამიანი შეადგინა, რაც მსოფლიოს 131 ქვეყნის მოსახლეობას აღემატება.
ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტისა (TÜİK) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მოსახლეობა, წინა წელთან შედარებით, 45,678-ით ადამიანით გაიზარდა.
სტამბოლში 7.82 მლნ მამაკაცი და 7.88 მლნ ქალი ცხოვრობს, რაც თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 18,3%-ს შეადგენს.
UNFPA-ს 2024 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობით თურქეთის მეგაპოლისმა მსოფლიოში 204-იდან 131 ქვეყანასა და რეგიონს გაუსწრო.
კერძოდ, სტამბოლმა ევროპის ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორიც არის ბელგია 11.7 მლნ მოსახლეობით, ჩეხეთს (10.5 მლნ), საბერძნეთს (10.3 მლნ) და უნგრეთს (10 მლნ). სტამბოლის მოსახლეობა, ასევე, იორდანიის, ისრაელის, ტუნისისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას აღემატება.
ამასთან, სერბეთის, პარაგვაისა და ლიბიის მოსახლეობასთან შედარებით სტამბოლში ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს.
www.bpn.ge
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kuala-lumpur-airport_w_h-NZ2Boc-300x169.jpeg)