“სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი – ბევრი ამბობდა, რომ ნატო-ზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული” – არესტოვიჩი

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, რატომ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები. არადა, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი სულაც არ იყო ცუდი, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ალიანსი ს წევრად არ იღებს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის გაწირვა და ქვეყნის ნგრევა აზრს მოკლებულია.
“ბევრი ამბობდა, რომ ნატოზე უარი არ შეიძლებოდა, თუმცა ვინ თქვა, რომ ნატო წევრად გვიღებს? სამაგიეროდ, 300 000 ადამიანი ცოცხალი იქნებოდა და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული და დანაღმული“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი დღეს არსებულ ვითარებას ჩიხად მოიხსენიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში