თურქეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ განაცხადა, რომელიც სტამბულის ორ მთავარ აეროპორტს: აეროპორტ „სტამბოლსა“ და სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტს ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემით ერთმანეთთან დააკავშირებს.
„სტამბოლის“ აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტად ითვლება, ხოლო საბიჰა გოკჩენის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აეროპორტია.
ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აბდულკადირ ურაღლუს განმარტებით, აღნიშნული პროექტის წყალობით მოხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძის დაკავშირება. ასევე, აეროპორტებს შორის კომფორტული მგზავრობის ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება.
პროექტის დაფინანსება ამჟამად მსოფლიო ბანკთან განიხილება. ტენდერი 2025 წელს გამოცხადდება, დასძინა მინისტრმა.
ახალი მატარებლის ხაზი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სტამბოლის სატრანსპორტო ქსელი მგზავრობის დროისა და გადატვირთულობის შემცირებით.
წყარო: avianews