სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავეს

28 მარტს თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს, ადვოკატიც დააკავა
პრეზიდენტ ს მთავარი ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, თურან ტასკინ ოზმერმა X-ზე დაწერა, რომ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფელივანი “გამოგონილი მიზეზებით” დააკავეს, თუმცა მას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია
ცნობისთვის, 23 მარტს თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.
იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები უკვე მეორე კვირაა, რაც მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება