სტალინის როლს ბაბლუანის ფილმში Shōgun-ის ვარსკვლავი შეასრულებს

პოპულარული სერიალის, „სიოგუნის“ ვარსკვლავი ჰარისონ კოსმო კრიკორიან ჯარვისი გელა ბაბლუანის ფილმში სტალინის როლს შეასრულებს.
Variety-ს ინფორმაციით, ფილმის „ახალგაზრდა სტალინის“ დაფინანსებას Access Entertainment უზრუნველყოფს, რომლის მხარდაჭერითაც მანამდე ოსკაროსანი „ინტერესის ზონა“ და „კონკლავი“ გადაიღეს.
ფილმი დაფუძნებულია საიმონ სებაგ მონტეფიორეს წიგნის მიხედვით, რომელიც აღწერს საბჭოთა დიქტატორის ახალგაზრდობას, როცა ის ჯერ კიდევ ბანკების მძარცველი განგსტერი იყო. სცენარი ბაბლუანმა და მონტეფიორემ ერთობლივად დაწერეს.
„ყოველთვის მხიბლავდა ისტორიები, რომლებიც ჩრდილში ვითარდება და არ არსებობს სტალინისაზე დიდი ჩრდილი. ეს არ არის ძალაუფლების პორტრეტი – ეს არის ჩაშვება ცეცხლში, რომელმაც ის გააჩინა. კოსმოსთან ერთად კი გვყავს მთავარი მსახიობი, რომელსაც ესმის რისკი, მომხიბვლელობა და იდენტობის შიდა ბზარები“, — განაცხადა გელა ბაბლუანმა.
ფილმში მოქმედება ეხება ს მაშინდელი იმპერიაში ბანკის ყველაზე დიდ ძარცვას. საუბარია ძარცვაზე, რომელიც 1907 წლის ივნისში ბოლშევიკებმა ს (ამჟამად თავისუფლების) მოედანზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ წერტილში განახორციელეს. ამ დანაშაულმა აალაპარაკა არაერთი, როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამ ძარცვაზე გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს