„სტალინისტმა კანდიდატმა“ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა ხელმოწერები მიიტანა

კვირას, 28 იანვარს, ს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო რუსეთის კომუნისტების პარტიის მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატის სერგეი მალინკოვიჩის დოკუმენტები. პარტიის ვებგვერდზე მას “სტალინისტ კანდიდატს” უწოდებენ.”
მალინკოვიჩი აცხადებს, რომ მის მხარდასაჭერად 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ცესკოში აცხადებენ, რომ “რუსეთის კომუნისტების” წარმომადგენლებმა ხელმოწერებით 19 ყუთი მიიტანეს. მათ აქვთ 10 დღე მათი შესამოწმებლად. მედიამ პრაქტიკულად არ გაავრცელა ინფორმაცია მალინკოვიჩისთვის ხელმოწერების შეგროვების შესახებ, თუნდაც პარტიის ვებსაიტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი მხოლოდ რამდენიმე რეგიონული შტაბი იყო აქტიური.
რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ს შემდეგ მალინკოვიჩი გახდა მეორე კანდიდატი, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები. საერთო ჯამში, რუსეთში რვა ადამიანმა შეაგროვა ან განაგრძობს ხელმოწერების შეგროვებას. ცესკომ მანამდე სახელმწიფო სათათბიროში წარმოდგენილი პარტიებიდან სამი კანდიდატი დაარეგისტრირა ხელმოწერების შეგროვების გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კენჭს მეხუთედ იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
· რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
· პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს. 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
· ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი – 2018 წელს.
· 2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.

ასევე დაგაინტერესებთ