სტალინელებმა გორში სტალინის დაბადების დღე აღნიშნეს

საბჭოთა დიქტატორის დაბადებიდან 144-ე წლისთავი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან შეკრებილებმა გორში აღნიშნეს. სტალინის მშობლიურ ქალაქში მათ 2010 წელს აღებული ძეგლის დაბრუნება და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს. კომუნისტების მიმართვის ადრესატი პრემიერი ღარიბაშვილია, რომლებსაც ისინი საგარეო პოლიტიკას საჯაროდ უწონებენ. სტალინელებმა კანონი დღესაც დაარღვიეს და შეკრებაზე საბჭოთა სიმბოლიკები გამოიტანეს.