“სტად ბრიოშინთან” მატჩში პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში რენში რანგით მეოთხე დივიზიონის „სტად ბრიოშინს“ დაუპირისპირდება. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
საფონოვი, ჰაკიმი, პაჩო, ბერალდო, ერნანდესი, ნევეში, დუე, ფაბიანი, მეილიუ, კვარაცხელია, რამუში.
მატჩი “როაზონ პარკზე” თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.