სს „წყალი მარგებელს“ მტკნარი წყლის მოპოვებისთვის გაცემული ლიცენზიის პირობები შეეცვალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, რომ სს „წყალი მარგებლისთვის“ სოფელ ნაბეღლავში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებები შეიტანოს. პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„შევიდეს ცვლილება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით განსაზღვრულ დებულებაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა:
ა) სს „წყალი მარგებელზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავის ტერიტორიაზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და ბახმაროს #2გ ჭაბურღილიდან მოსაპოვებელი მიწისქვეშა მტკნარი წლის ჯამური მოცულობა ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე(2046 წლის 28 აპრილამდე) განსაზღვროს 2 484 920 მ2-ის ოდენობით, აქედან ჩამოსხმის მიზნით 41 975 მ3-ის ოდენობით, ხოლო სამეწარმეო დანიშნულებით 2 442 945 მ3-ის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობა, რომლის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 58 700 ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე (მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება სხვა სამეწარმეო დანიშნულებით, ჯამში 10 ათასი ლარი, ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში)“, – წერია ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.