სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს „მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯიას”- ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს “მობაილ ფაინენს სერვის – ჯორჯიას” მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს “მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია”-ს ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს