სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განახორციელა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება განხორციელდა. სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ ბირჟაზე ელექტროენერგია გაყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი წარმატებული გარიგება სწორედ სს „ეპ ჯორჯია გენერაციამ“ განახორციელა. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ელექტროენერგია 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის გაიყიდა“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ კორპორაციული და საერთაშორისო ელექტროენერგიით ვაჭრობა-ანგარიშსწორების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ ბეჭვაიამ.
სს “ეპ ჯორჯია გენერაცია“ სათანადო პირობებში, მომავალშიც განაგრძობს ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას.