სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ ჩეხ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„ვუსამძიმრებთ არამხოლოდ ჩვენს თანამშრომლებს პრაღაში, არამედ მთელ ჩეხ ხალხს – თანამოქალაქეების დაღუპვის გამო. ახსნა არ აქვს იმას, რაც მოხდა, ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ. ყოველთვის გვემახსოვრება ეს ტრაგიკული ამბავი“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია