სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის, თბილისის, რუსთავის და თბილისი-გარდაბნის მომსახურების ცენტრებში ელექტრიკოსის და ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციებზე ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა 1-დან 2 თვემდე შეადგენს.
„სტაჟირების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და ტესტირებაზე გასულ კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყველა დასაქმებულ თანამშრომელს სთავაზობს თანაბარ დასაქმების პირობებს და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577 35 18 19. ასევე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: [email protected]“,- ნათქვამია ინფორმაციაში.