სსკ-ის 291-ზე მეტ მუხლს სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეხება – „ქართული ოცნება“ ამნისტიის პროექტს აინიციირებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ.
ტექსტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით, ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.
ჯამში სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
· პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
· სასჯელის ½-ით შემცირება;
· სასჯელის 1/4-ით შემცირება;
· სასჯელის 1/6-ით შემცირება;
· და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
„ამნისტიის პროექტით სიახლის სახით გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წესს“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
კონკრეტული მუხლების ჩამონათვალი, რომლებზეც ამნისტია გავრცელდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვის შეეხება ამნისტია და ვის არა?
ამნისტია არ შეეხება:
· მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
· ნარკორეალიზატორებს;
· სქესობრივ დანაშაულებს;
· ყაჩაღობას;
· ტერორიზმს;
· კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;
· ქურდულ სამყაროს;
· კონვენციურ დანაშაულებს;
· ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ცნობით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით, 7 000 პირს.
კანონის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
„თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენის დროს გავიზიაროთ“, – აცხადებს ქართული ოცნება“.
პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან -ს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მონაწილეობით მომზადდა ამნისტიის პროექტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე