სსკ-ის სასჯელის ახალი სახე: უცხოელის გაძევება და შემოსვლის აკრძალვა – კანონპროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კანონპროექტის მიზანი უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწაა.
ცვლილებათა პაკეტი განსახილველად ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს წარედგინა.
ცვლილების თანახმად:
· სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
· ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;
· იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
· მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
· ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;
· ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
· მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
· ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;
· შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.