სრულყოფილი SEO კურსი საძიებო სისტემების ინსტიტუტისგან

უკვე სამი თვეა, რაც ციფრული ინდუსტრიების ქართულ სივრცეში პირველი SEO სასწავლებელი, Search Engine Institute გამოჩნდა. სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით კურსის შესახებ, გაგაცნობთ ლექტორებს და გიჩვენებთ შესაძლებლობებს, რომელსაც ინსტიტუტი სტუდენტებისთვის ქმნის.
მანამ კი მცირე შესავალი SEO-ზე:
SEO საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შემოკლებული სახელწოდებაა და მიზნად ისახავს ვებსაიტების ხილვადობისა და მომხმარებლის ბუნებრივი ნაკადის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის ეს მიმართულება ჯერ კიდევ 90-იან წლებში, Google-ის შექმნისთანავე ჩამოყალიბდა, ის საქართველოში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, ქართულ ბაზარზე მომუშავე გამოცდილი SEO სპეციალისტების რიცხვი საკმაოდ მცირეა. შეიძლება ითქვას, რომ საძიებო სისტემების ინსტიტუტის დაარსება ამ გარემოებამ განაპირობა.
საძიებო სისტემების ინსტიტუტის კურსს ,,SEO-ს სრულყოფილი კურსის” სახელით იცნობენ. სრულყოფილება კი იმაში მდგომარეობს, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტები სრულად ისწავლიან საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სამივე მიმართულებას:
· On-page SEO: ვებსაიტისა და კონტენტის გამართვა საძიებო სისტემისა და მომხმარებლებისთვის.
· Off-page SEO: ვებსაიტის ავტორიტეტის გაზრდა საძიებო სისტემაში Backlink-ების საშუალებით.
· Technical SEO: ვებსაიტის მდგომარების შეფასება და გაუმჯობესება ტექნიკური აუდიტის დახმარებით.
SEO-ს კურსის ლექტორები ლუკა ცხადაძე და თორნიკე ჯანგულაშვილი არიან. კურსის ხელმძღვანელებს ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და ცნობილი საერთაშორისო SEO სააგენტოს, Rank Pilots-ის თანადამფუძნებლები არიან. სააგენტოს შექმნის დღიდან მათ ჩატარებული აქვთ 6-ნიშნა SEO კამპანიები და უმუშავიათ ისეთ მსხვილ ბრენდებთან, როგორებიცაა , TBC ბანკი, TBC დაზღვევა, Setanta, Veli.store, Cryptal, Flutter, Chebeauty, Meama და სხვ. ლექტორები წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების დახმარებით პრაქტიკულ, რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებულ ცოდნას ინტერაქციული ლექციების ფარგლებში გადასცემენ სტუდენტებს.
კურსის სტუდენტების ძირითადი ნაწილია:
· დამწყები და გამოცდილი ციფრული მარკეტერები;
· სტუდენტები;
· მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები;
· დეველოპერები;
· და ყველა, ვისაც SEO აინტერესებს
კურსის ლექტორებს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. გამოცდილებაზე დაყრდნობით ისინი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც გაგიზიარებენ.
SEI-ში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას, შესაბამისად, თითოეულ ახალ თემას პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით ისწავლით.
კურსის სილაბუსი შედგება SEO-ს სამივე მიმართულებისგან, რაც, ერთი მხრივ, გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი საქმიანობა და, მეორე მხრივ, გქონდეთ საბაზისო ცოდნა სხვა მიმართულებების შესახებაც.
SEI სხვა ციფრული მარკეტინგის სასწავლებლებიდან განსხვავებით სრულად SEO-ზეა კონცენტრირებული, რაც ნიშნავს, რომ ლექტორების დრო და ენერგია მხოლოდ საძიებო სისტემებისკენაა მიმართული.
კურსის ყველა ნაკადი შეზღუდული რაოდენობის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, რაც ხელს უწყობს თითოეული მათგანის მაქსიმალურ ჩართულობას და ამზადებს საფუძველს ეფექტური და ინტერაქციული ლექციებისთვის.
დაბოლოს, ინსტიტუტი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის ქმნის დასაქმების შესაძლებლობას ლექტორების სააგენტო Rank Pilots-ში.
SEO-ს სრულყოფილ კურსზე მესამე ნაკადის მიღება სექტემბრიდან იწყება. SEI-ს დამფუძნებლები კი სამომავლოდ საბაზისო კურსის გარდა გეგმავენ, პოტენციურ სტუდენტებს advanced კურსიც შესთავაზონ.

ასევე დაგაინტერესებთ