სრული სიგიჟე – ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

თურქეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში “გალათასარაი” გასვლაზე “ანტალიასპორს” დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. სტამბოლელთა ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მცირე ტრავმის გამო სათადარიგოთა შორის გახლდათ, მოედანზე მხოლოდ ბოლო 13 წუთი დაჰყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე თავი ულამაზესი მაკრატელა გოლით მაინც დაგვმახსოვრა, იქამდე კი “გალათასარაის” რიგებში დუბლით მაურო იკარდი გამოირჩა.
ეს “ნაპოლიდან” “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ფეხბურთელისთვის თურქეთის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მესამე გოლია, ერთი კი მან ევროპის ლიგაზე შეაგდო.