სრული კატასტროფა არ არის, რომ ღვინის ექსპორტის 80%-მდე რუსეთზე მოდის?! – სომელიე

სომელიე გიორგი დარციმელიას შეფასებით, მიმდინარე წლის 5 თვეში, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის 74,3%-მდე გაზრდა კატასტროფაა.
5 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის 74.3% რუსეთზე მოდის
„სრული კატასტროფა არა არის, რომ ღვინის ექსპორტის 80%-მდე რუსეთზე მოდის?! ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა შეუქმნა ქვეყანას, ვერ წარმომიდგენია“, – თქვა მან #წერტილში.
სომელიეს შეფასებით, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის როგორც ბიზნესმა უნდა იმუშაოს მეტი, ისე – სახელმწიფომ.
„ბიზნესს უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ ეძებოს სხვა ბაზრები და არ ჩამოეკიდოს რუსეთს, სადაც ძირითადად, იაფიანი ღვინოები გადის, რომელიც საქართველოს დიდ შემოსავალს ვერ მოუტანს. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში გაყიდული ნებისმიერი ბოთლი ღვინო ხარისხს აგდებს… როგორც რუსი ტურისტია უწესრიგო, ისეთივე მსმელია რუსი მომხმარებელი, რადგან მათი უმრავლესობისთვის სულერთია რას დალევს, მთავარია, მისაღები ფასი იყოს… ქართული ღვინის წარმოებაში ს ემბარგო ყველაზე პოზიტიური ფაქტი იყო, რადგან მას შემდეგ ხარისხი გაიზარდა“, – თქვა გიორგი დარციმელიამ.
რაც შეეხება ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს როლს, სომელიეს განცხადებით, მისი ნება რომ იყოს, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს საერთოდ აკრძალავდა.
გიორგი დარციმელია მიიჩნევს, რომ ერთ დღესაც, რუსეთი საქართველოსთვის ბაზარს დაკეტავს და შედეგად, ქვეყანა და ღვინის ბიზნესი შოკს მიიღებენ.
„ყველა ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოს შემცველი ნიშნები აქვს, როცა გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელს გადაცდება რომელიმე პროდუქტის ექსპორტის წილი კონკრეტულ ბაზარზე, ის ცდილობს დივერსიფიკაციას. ეს უნდა იყოს აუცილებლობა. ასე მოიქცეოდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მმართველი, მით უმეტეს, როცა რუსეთთან გვაქვს საქმე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, არაპროგნოზირებადი ბაზარია და ომი აქვს სთან, რომელიც არავინ იცის, როგორ დასრულდება… ამდენად, მხოლოდ იმის თქმა, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ზრდა ცუდია, რბილი ნათქვამია, თან ვხედავთ, ტენდენცია მზარდია – რუსეთში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის ექსპორტი კატასტროფული სისწრაფით და რაოდენობით იზრდება, რაც შემაშფოთებელია. შეიძლება მალე მთელი 100%-ით რუსულ ბაზარს ჩამოვეკიდოთ“, – აცხადებს სომელიე გიორგი დარციმელია.